ირაკლი ხმალაძე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 4 თანამშრომლის დაკავებაზე - მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამართალდამცავებთან და შესაბამისად, ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირება იქნება

სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები პერიოდულად მეორდება - თუ მომავალში მსგავსი ფაქტები კიდევ იქნება, ამასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, - ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომლის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ხმალაძე განმარტავს, კორუფციის პრობლემა იშვიათად, მაგრამ მაინც დგას სახელმწიფო სამსახურებში.

„ძალიან უსიამოვნოა, რომ ამ თემაზე კიდევ მიწევს კომენტარის გაკეთება. რამდენიმე თვის წინაც მქონდა ამაზე საუბარი, ისევე როგორც დედაქალაქის მერს. სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები პერიოდულად მეორდება. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მუნიციპალიტეტი და თითოეული სამსახურის ხელმძღვანელი, მერი და მოადგილეები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ასეთი ფაქტების მინიმიზაცია მოხდეს.

მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამისად, ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირება იქნება. მეტი ყურადღებაა საჭირო, დედაქალაქის მერმაც ისაუბრა აღნიშნულზე. რაც შესაძლებელია ვაკეთებთ. თუ მომავალში მსგავსი ფაქტები კიდევ იქნება, ამასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. დღევანდელ გავრცელებულ ფაქტთან დაკავშირებით დეტალებზე არ ვისაუბრებ, გამოძიების საგანია. გამოძიების პროცესში ყველაფერი დადგინდება და კანონის ფარგლებში მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“,- აღნიშნავს ხმალაძე.

როგორც ის განმარტავს, დედაქალაქის მერს კორუფციულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა, მისი დღევანდელი განცხადებები კი მომხდარს უკავშირდებოდა.

„რა თქმა უნდა, ამ ფაქტზე ვიცოდით, დღესაც და გუშინაც. ჩვენი და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის შედეგად გამოვლინდა ფაქტები და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

განცხადება კონკრეტულ ფაქტსაც უკავშირდებოდა და ასევე იყო ზოგადი მოწოდება. ეს იყო მოწოდება. მითითებები საჯაროდაც და არასაჯაროდაც მუდმივად ხდება, როგორც მერის და მოადგილეების მხრიდან. ეს პრობლემა იშვიათად, მაგრამ მაინც დგას სახელმწიფო სამსახურებში, შესაბამისად, ყურადღება და სადარაჯოზე დგომა სჭირდება", - აღნიშნავს ხმალაძე.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობა ედებათ.

კორუფციაზე ისაუბრა მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. როგორც კალაძემ აღნიშნა, ძალიან პრინციპული იქნება კორუფციასთან ბრძოლის საკითხში და ამასთან, მოუწოდებს ყველა უწყებას, მათსავე თანამშრომლებთან ჰქონდეთ კომუნიკაცია და არ დაუშვან, მოხდეს რაიმე სახის უკანონობა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს