საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც "რეფორმების ჯგუფის" ხელმძღვანელმა და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ოპოზიცია სვენ მიქსერთან ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების პრობლემებზე ისაუბრებს.

"სვენ მიქსერთან ვისაუბრებთ "ქართული ოცნების" მხრიდან დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე მუდმივ თავდასხმებზე, ჩვენ გვაქვს ამის ძალიან მძიმე მაგალითი, როცა ყველანაირი დისკუსიის გარეშე გააუქმა "ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ასევე საგარეო საკითხებზე და ბოლო დღეებში "ქართული ოცნების" მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე, თანამშრომლობის იგნორირებაზე, რაზეც ჰქონდა "ქართულ ოცნებას" აღებული პასუხისმგებლობა შარლ მიშელის დოკუმენტით, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც ჰორიზონტზე არ ჩანს "ქართული ოცნების" დამსახურებით", - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისათვის, დღეს სვენ მიქსერი შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ კი, სვენ მიქსერს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ. კომიტეტის დასრულების შემდეგ ევროპარლამენტარი, სავარაუდოდ, მედიისთვისაც გააკეთებს კომენტარს.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს