თინა ბოკუჩავა შუალედურ არჩევნებზე - არ გამოვრიცხავ შესაძლებლობას, საერთო ოპოზიციური კანდიდატი იყოს შერჩეული ორი მუნიციპალიტეტიდან როგორც მინიმუმ ერთ-ერთში

არ გამოვრიცხავ შესაძლებლობას საერთო ოპოზიციური კანდიდატი იყოს შერჩეული ორი მუნიციპალიტეტიდან როგორც მინიმუმ ერთ- ერთში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ბათუმსა და რუსთავში გაიმართება.

მისი თქმით, ამ საკითხზე პარტიაში იყო დისკუსია და რამდენადაც აქვს ინფორმაცია, „ნაციონალური მოძრაობა" სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას აპირებს.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება ითანამშრომლონ პარტიასთან "საქართველოსთვის", როგორც ეს უკვე მოხდა კონკრეტულ შემთხვევაში, ბოკუჩავა აცხადებს, რომ არ სურს დახუროს შესაძლებლობის კარი ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის, თუმცა, ვინ იქნება კანდიდატი შეჯერებული არ არის.

„ინფორმაცია კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით არ მაქვს, რადგან შეჯერებული არ არის. არ მინდა, დავხურო შესაძლებლობის კარი ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ოპოზიციის გამარჯვებაზე", - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. პარლამენტი "ქართული ოცნების" წევრმა ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს, ხოლო ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა