სვენ მიქსერი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე - გვაქვს ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გვქონდეს ცხადი და არაბუნდოვანი გზავნილი

გვაქვს ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გვქონდეს ცხადი და არაბუნდოვანი გზავნილი, - ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა სვენ მიქსერმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

ევროპელი დეპუტატი იმედოვნებს, რომ ნაბიჯები, რომელსაც ევროპარლამენტი უკრაინის საკითხთან მიმართებით გადადგამს, ერთიანი იქნება და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს გადაწონის.

„მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაა, ასევე საქართველოს შემთხვევაშიც. მიმაჩნია, რომ ჩვენი პასუხი რუსეთის აგრესიასა და წამოწყებაზე უნდა შედგებოდეს რამდენიმე კომპონენტისგან - ესაა დიპლომატიური და პოლიტიკური პასუხი, როდესაც საქმე ეხება ჩვენს შესაძლებლობებს, რომ წარმოვადგინოთ ის ღონისძიებები, რითაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ აგრესიას. მიმაჩნია, რომ რუსეთის ლიდერები და პრეზიდენტი პუტინი ცხადად გამოხატავენ იმ სურვილს, რომ ჰქონდეთ კონტროლი ტერიტორიებზე, რომლებზეც მათ მიაჩნიათ, რომ მათი გავლენის სფერო უნდა იყოს. იგულისხმება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები.

რაც შეეხება ევროკავშირს, ზოგადად, გვჭირდება ერთიანობა, განსაკუთრებით ევროკავშირის დონეზე. ეს ერთიანობა შეიძლება გაიზომოს მაგალითად იმ შემზღუდველი ღონისძიებებიდან გამომდინარე, რომლებიც რუსეთისკენ მივმართეთ. მარტივი არაა ყოველთვის კონსენსუსის მიღწევა, მაგრამ, ხედავთ, რომ არის ერთიანობა შემზღუდველი სანქციებისა და სხვადასხვა საკითხის მიმართ, როდესაც საქმე ეხებოდა ყირიმის ანექსიას. საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეს სიურპრიზი იყო, მაგრამ მგონია, რომ კონსენსუსი მაშინაც ძალიან კარგად მუშაობდა. შეგვიძლია ვიყოთ ერთიანები, ძლიერები. გვაქვს ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გვქონდეს ცხადი და არაბუნდოვანი გზავნილი“,- განაცხადა სვენ მიქსერმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა