ხატია დეკანოიძე - პოლიციამ უღირსი დანაშაული ჩაიდინა ლექსო რაფავას მიმართ, ის დააკავეს არარსებული ბრალდებით

ლექსო რაფავა დააკავეს არარსებული ბრალდებით. კადრები, რომელიც ჩაგვივარდა ხელში, წარმოადგენს უშუალოდ სისხლის სამართლის დანაშაულს ყველა იმ მოქმედი პოლიციელის მიმართ, რომელმაც ეს საქმე გააყალბა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ განმარტა, რაფავას საქმეში არსებული მასალები არის გაყალბებული, რისი ვიდეო მტკიცებულებაც არსებობს.

„საზოგადოებას მინდა წარვუდგინო, წარმოუდგენელი გაყალბების ისტორია სისხლის სამართლის და ზოგადად სამართლებრივ ისტორიაში, რომელიც ეხება წინასაარჩევნოდ ხობში დაკავებულ ლექსო რაფავას საქმეს. ლექსო რაფავა დააკავეს არარსებული ბრალდებით, ახლა, ამ წუთის მონაცემებით მინდა მოგიყვეთ იმ კადრების შესახებ, რომელიც ჩაგვივარდა ხელში და ეს კადრები წარმოადგენს უშუალოდ სისხლის სამართლის დანაშაულს ყველა იმ მოქმედი პოლიციელის მიმართ, რომელმაც გააყალბა ეს საქმე. პოლიციამ წარმოუდგენელი უღირსი დანაშაული ჩაიდინა იარაღის ჩადებით, ყოფილი პოლიციის მაიორისათვის. სისხლის სამართლის ისტორიაში ეს წარმოუდგენელი გაყალბების კადრები აჩვენებს ორ რამეს, პირველი, ლექსო რაფავასთან პოლიციელები უნდა იყვნენ ჩხრეკაზე, ზუსტად ამ პერიოდში ლექსო რაფავას სახლში, როდესაც მას დაუწიოკეს ცოლ-შვილი, არცერთი პოლიციელი იმყოფება და იქ რეალურად არავითარი ჩხრეკა ანუ პროცესუალური მოქმედებები არ მიმდინარეობს. ეს კადრი არსებობს მტკიცებულებად, მაგრამ სამწუხაროდ, ამ კადრის მტკიცებულებად დაშვება არ სცნო სასამართლომ. საქმის გაყალბების მეორე ვიდეო მტკიცებულება არის შემდეგი, როდესაც იმ პერიოდში, როცა ჩხრეკა უნდა მიმდინარეობდეს ადგილზე, პოლიციის სამორიგეოში პოლიციელები, მათ შორის მათ უშუალო უფროსებთან ერთად ადგენენ ჩხრეკის და დაკავების ოქმებს. ანუ პოლიციის სამორიგეოში ყალბდება ეს ოქმი, რომელიც შედგენილი უნდა იყოს ლექსო რაფავას სახლში ანუ დაკავების ადგილზე. ეს არის წარმოუდგენლად მძიმე დანაშაული ამ პოლიციელების მიმართ და ამის ვიდეო მტკიცებულებები არსებობს. გარდა ამისა, ეს 46 გვერდიანი დასაბუთებული წერილი, მტკიცებულებები, რომელსაც დართული აქვს ვიდეო მტკიცებულებებიც, გადაეცა გენერალურ პროკურორს, იმიტომ რომ ამ მტკიცებულებებით საქმის გაშვება სასამართლოში საერთოდ წარმოუდგენელია, როდესაც სახეზე გვაქვს პოლიციელების დანაშაული. სასამართლომ ეს მტკიცებულება დასაშვებად არ სცნო. შესაბამისად, საქმე გვაქვს კიდევ უფრო მძიმე დანაშაულთან, როდესაც ლექსო რაფავას დაკავების ადგილზე მყოფი პოლიციელები, მათი უშუალო უფროსები აყალბებენ საქმეს და ამის ვიდეო მტკიცებულებებს ჩვენ ძალიან მალე წარმოგიდგენთ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, 2021 წლის 21 ოქტომბერს, ხობში წინასაარჩევნოდ, სპეცოპერაციის დროს ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა დააკავეს. მას იარაღის შეძენა-შენახვას ედავებიან.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს