გია ვოლსკი სვენ მიქსერს - ზოგადად, მოხსენებებში და მათ შორის, თქვენს მოხსენებაში უფრო სიღრმისეულად შეიძლება გაანალიზდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ის ვითარება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიქმნა, არა მარტო ქართველების მიმართ არამედ, ამ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზების და ოსების მიმართ, არის სასტიკი და წინააღმდეგობებით აღსავსე.

აღნიშნულის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს, ევროპარლამენტარ, სვენ მიქსერს მოუსმინეს.

„რა ტერმინოლოგიაც დავამკვიდრეთ 90-იანი წლების პერიოდში, დღესაც საგანგებო მნიშვნელობისაა, მაგრამ მივუთითებდი იმის აუცილებლობაზე, რომ ზოგადად, მოხსენებებში და მათ შორის, თქვენს მოხსენებაში უფრო სიღრმისეულად შეიძლება გაანალიზდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. ეს არ არის მხოლოდ რუსეთის თემა. ჩვენ დაპირისპირებული ვართ პოლიტიკური, სამხედრო, უსაფრთხოების საკითხებზე, მაგრამ რეალურად, ის ვითარება რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიქმნა, არა მარტო ქართველების მიმართ არამედ, ამ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზების და ოსების მიმართ არის სასტიკი და წინააღმდეგობებით აღსავსე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, მოხსენებაში სიტუაციის აღწერა მხოლოდ ცალსახად იმ ტერმინებით, რომ ეს არის ოკუპაცია და საფრთხე - არსებობს ადამიანური ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვნად აისახება ამ რეგიონებში პოლიტიკურ მდგომარეობაზე.

„ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება რასაკვირველია, იმ დიპლომატიური სტანდარტის დაცვით, რომ არ ვავნოთ გარკვეულ პოზიტიურ პროცესებს იქნებოდა საგანგებოდ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა