ანა ნაცვლიშვილი - ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციების კუთხით, სამწუხაროდ, უკვე მრავალი წელია უკუსვლა გვაქვს

კარგი პრეცედენტია, როდესაც ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ასეთი სტუმრის მოსაზრებების მოსმენა ხდება და შევუერთდები იმ მცდელობებს, რომ პარლამენტში მსგავსი ტიპის შეხვედრები ტრადიციად გადაიქცეს. ეს მისასალმებელი იქნება, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს მოუსმინეს.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციების კუთხით, სამწუხაროდ, საქართველოს უკვე მრავალი წელია უკუსვლა აქვს.

„საქართველო, ისევე როგორც მთელი რეგიონი და ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით ჩვენი მეგობარი უკრაინა, ძალიან სერიოზული საგარეო გამოწვევების და საფრთხეების წინაშეა. ეს საფრთხეები ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს და ცივილიზირებულ მომავალს ყოველდღიურად ძალიან დიდ გამოწვევებს უქმნის, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ყველას კარგად გვესმის ან უნდა გვესმოდეს, რომ საგარეო გამოწვევებთან ბრძოლაში საქართველოს, ისე როგორც არასდროს, ძლიერი ტვინი და ძლიერი კუნთები სჭირდება. ჩემი შეხედულებით, ეს არის ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლებიც იცავენ და ზედმიწევნით მისდევენ სამართლის უზენაესობის და ადამიანის უფლებების პრინციპებს. რა თვალსაზრისითაც, სამწუხაროდ, ჩვენ უკვე მრავალი წელია უკუსვლა გვაქვს. მე, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს და პირველ რიგში ამ ქვეყნის მოქალაქეს, ძალიან მამძიმებს, როდესაც სტუმარს, ასევე პარლამენტარს უწევს ყველასთვის იმის შეხსენება, რომ შეთანხმება, კომპრომისი, დიალოგი ეს არის სტანდარტი და არა სხვა რამ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით „ბევრი გაკეთდა“ ამ ქვეყანაში იმისთვის, რომ შეთანხმება გამხდარიყო საქილიკო პროცესი და ტერმინი. მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ ძალიან კონკრეტულ მცდელობებს, რომ მიღწეული იქნას თუნდაც მცირე ნაბიჯებით დიალოგი, რომელიც აზრს გამოიღებს, მაგრამ ვერ ვხედავ ბოლომდე მიყვანილ პროცესებს, რა თქმა უნდა, ეს შეთანხმების მნიშვნელობას აკნინებს და განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც ამის ტრადიციები და კულტურა პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს, დიახ, ამის შემდეგ შეთანხმების მცდელობებიც კი აღიქმება სისუსტედ და არასწორ ნაბიჯად“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2022
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე „კომბინატი - Combinaty“ იხსნება
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო