„ლელოს“ დელეგაციის წევრებმა უკრაინის რადაში შეხვედრები გამართეს

კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა „ლელოს“ დელეგაციის წევრებმა დღეს რადაში შეხვედრები გამართეს.

„ლელოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პროტოკოლით გათვალისწინებული ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, „ლელოს“ ლიდერებმა სიმბოლურად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს დროშა გაშალეს.

როგორც „ლელოს“ დელეგაციის წევრები აღნიშნავენ, ამით მათ სამართლიანობა აღადგინეს. როგორც „ლელოს“ ლიდერი, გრიგოლ გეგელია განმარტავს, ქართველების ხმა ახლა კიევში მკაფიოდ ისმის.

„ყველა ქართველის სახელით ხელისუფლების სამარცხვინო ქცევა გამოვასწორეთ.

ჩვენ რადაში საქართველოს დროშა აღვმართეთ. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იმ სამარცხვინო და ტრაგიკული პროცესების შემდეგ, რომელიც ჩვენ გავიარეთ ქართულ პოლიტიკაში, დღეს რადაში პირველად გაიშალა ქართული დროშა, იქ სადაც მისი ადგილია.

ჩვენ, სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ როდესაც რამდენიმე დღის წინ, რადას დეპუტატებმა გაშალეს სხვადასხვა მხარდამჭერი ქვეყნის დროშა, იქ არ იყო ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკა. ჩვენ გავშალეთ ქართული დროშა იქ, სადაც მისი ადგილია და სადაც უნდა ყოფილიყო ჩვენი მეგობრების გვერდით. ქართველების ხმა ახლა კიევში მკაფიოდ ისმის", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

"ლელოს" დელეგაცია უკრაინაში გუშინ საღამოს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში მამუკა ხაზარაძემ, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში ოფიციალური შეხვედრები გამართეს.

ვიზიტის ფარგლებში "ლელოს" ლიდერები ასევე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ქართული დიასპორის წევრებს შეხვდებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო