ფიქრია ჩიხრაძე - მიშა ჩარჩენილია თავის პერიოდში, დღეს პრეზიდენტი ვერავის ვერსად გააგზავნის - ვისურვებდი, რომ საქართველოს ხელისუფლების რომელიმე შტომ გაბედოს და გადადგას ასეთი ნაბიჯი

მთელი მსოფლიო ჩართულია პროცესში და საქართველო არის ჩირგვებში, რაც არის არა მარტო სირცხვილი და მორალურად დამაზიანებელი, არამედ ღალატის ტოლფასი ქმედებები,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, უკრაინაში არსებული ვითარება საქართველოს „თავის ტკივილიცაა“.

„ჩვენ ვხედავთ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ნიდერლანდების პრემიერს უკრაინაში ჩასულს, დღეს უკვე თურქეთის პრეზიდენტი ჩადიოდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დაურეკა. მთელი მსოფლიო, დემოკრატიული სამყარო, ცოტა არადემოკრატიულიც, ჩართულია ამ პროცესში და საქართველო არის ჩირგვებში. ეს არის არა მარტო სირცხვილი და მორალურად დამაზიანებელი ქმედებები, არამედ მე ვფიქრობ, ეს არის ღალატის ტოლფასი ქმედებები საქართველოს მომავლის მიმართ.

უნდა შეგეძლოს ისტორიული კონტექსტის გააზრება, ჩვენ ძალიან სერიოზულ გეოპოლიტიკურ ტურბულენციაში ვართ ამჯერად, ჩვენ ბიძინა ივანიშვილის დოქტრინას კი არ უნდა მივყვებოდეთ, რომ საქართველო მიიმალოს სადღაც ჩირგვებში და არავის აღარ ახსოვდეს. საქართველოს თავის ტკივილიც რომ არის ეს მდგომარეობა, ამაზე არავინ არ ლაპარაკობს“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ჩიხრაძე მიხეილ სააკაშვილის წერილსაც გამოეხმაურა, სადაც ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ის რომ ხელისუფლებაში იყოს, კიევში მხარდასაჭერად პრემიერ-მინისტრს გაგზავნიდა.

„მე გავეცანი ამ შეთავაზებებს, მიშა ჩარჩენილია თავისი ხელისუფლების პერიოდში. ანუ პრეზიდენტი რომ მიიღებდა გადაწყვეტილებას და პრემიერს გააგზავნიდა. ჩვენთან აღარ არის ეს სისტემა. დღეს პრეზიდენტი ვერავის ვერსად ვერ გააგზავნის. უბრალოდ, მე ვისურვებდი, რომ სატელეფონო ზარით თუ ვიზიტით გადაედგა ეს ნაბიჯი. მე ვისურვებდი, რომ საქართველოს ხელისუფლების რომელიმე შტომ გაბედოს და გადადგას ასეთი ნაბიჯი. ეს არის ისტორიული მომენტი, ისტორიულ გზაჯვარედინზე ვართ და ამ დროს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ჩვენი გზა საით მიდის“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ამასთან, ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემაში შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა. დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ ბათუმში საკრებულოს წევრის არჩევნებში „ლელომ“ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხარი დაუჭიროს.

„შესაძლოა დავუჭიროთ მხარი, როგორც ვიცით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს, რომ გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრი დააყენოს კანდიდატად. მორალური ფაქტორი ყველასთვის არის, ის ადამიანი შეეწირა ამ ბრძოლას და სამწუხაროდ, ეს კიდევ არ არის გამოძიებული და ვფიქრობთ ჩვენ აქ გარკვეული ნაბიჯის გადადგმას. რუსთავშიც არის არჩევნები და აქ აქტიურად განვიხილავთ საკუთარი კანდიდატის დაყენებას და უახლოეს დღეებში ვაცნობებთ საზოგადოებას“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა