ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, სააკაშვილისთვის ბრალდებულის საკნის ნაცვლად მათთან განთავსების უფლება მიეცა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლეს ყოფილი პრეზიდენტის დარბაზში, ადვოკატების გვერდით დაჯდომის ნებართვის შუამდგომლობით მიმართეს.

როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განმარტა, ის დარწმუნებულია, რომ უსაფრთხოების ზომები დაცულია, რის გამოც, მისი დარბაზში გადმონაცვლების პრობლემა არ იქნებოდა და ამასთან, სააკაშვილს მინის ბარიერი არ ექნებოდა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის განმარტებით, ამას სასამართლო ვერ გადაწყვეტდა, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა კი, აღნიშნულის ნება სააკაშვილს არ მისცეს.

„ივანიშვილს უყვარდა ხალხთან ლაპარაკი შუშის იქით და მე ვეშლები საკუთარ თავში. დაანებეთ თავი, მონები არიან ჩვეულებრივ“, - განაცხადა სააკაშვილმა პროცესზე მოსამართლის პასუხის მოსმენის შემდეგ.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლემ სააკაშვილს სასამართლოს უპატივცემლობის გამო შენიშვნა მისცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო