გიული ალასანია - ჩემი შვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებზე არანაირი ილუზია არ მაქვს - ვაშლი მსხალი ვერ გახდება, რაც გვაქვს მართლმსაჯულება, ის გვაქვს

ჩემი შვილის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე არანაირი ილუზია არ მაქვს, ვაშლი მსხალი ვერ გახდება, რაც გვაქვს მართლმსაჯულება, ის გვაქვს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ითხოვს ჯანმრთელობის ადეკვატურ გამოკვლევას, რის შემდეგაც საჭიროა შესაბამისი მკურნალობა, თუმცა ამაზე საუბარი ზედმეტია, ვინაიდან მასთან პირადი ექიმის შეშვებაც ვერ ხერხდება.

„ადამიანი ითხოვს ჯანმრთელობის ადეკვატურ გამოკვლევას და შემდეგ საჭიროა შესაბამისი მკურნალობა, თუმცა მკურნალობაზე საუბარი ზედმეტია, თვენახევარია გასული და მისი პირადი ექიმი არაფრით შეუშვეს. შეშვებაზე პასუხი არის, რომ მოთხოვნა პროცესშია, შეიძლება პროცესში იყოს ასეთი გადაწყვეტილება? ჩემი შვილის წინააღმდეგ სასამართლოში მომდინარე პროცესებზე არანაირი ილუზია არ მაქვს, ვაშლი მსხალი ვერ გახდება, რაც გვაქვს მართლმსაჯულება, ის გვაქვს“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო