ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტსა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა გაიმართა.

ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში დავით ასათიანმა და სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის პროცესში სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების მნიშვნელობასა და იურიდიული პროფესიის როლზე ისაუბრეს.

დავით ასათიანმა აღნიშნა, რომ ადვოკატთა კორპორაცია, რომელსაც სოლიდური პროფესიული კომპეტენცია აქვს, მზადაა აქტიურად ჩაერთოს ეროვნული თანხმობისა და დეპოლარიზაციის პროცესებში. ადვოკატთა ასოციაცია მართლმსაჯულების სხვა პროფესიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ დისკუსიებსა და ღონისძიებებში. დავით ასათიანსა და სალომე ზურაბიშვილს შორის შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივის - „ეროვნული თანხმობის პროცესის“ ფარგლებში გაიმართა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა