ლევან ბეჟაშვილი - დასავლელი პარტნიორები უფრო მეტს საუბრობენ საქართველოს უსაფრთხოებაზე, უსაფრთხოების ახალ სისტემებში ჩართვაზე, ჩვენი მთავრობა კი დუმს

დასავლელი პარტნიორები უფრო მეტს საუბრობენ საქართველოს უსაფრთხოებაზე, უსაფრთხოების ახალ სისტემებში ჩართვაზე, ჩვენი მთავრობა კი დუმს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთის პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლაც ამ ჭრილში უნდა იყოს განხილული.

"ფაქტია, რომ ისეთი პოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, სადაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები უფრო მეტს საუბრობენ საქართველოს უსაფრთხოებაზე, უსაფრთხოების ახალ სისტემებში ჩართვაზე, მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას გაიყვანონ სამხედრო ძალები დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ცხინვალის რეგიონიდან და ა.შ. ამ ფონზე კი საქართველოს მთავრობა დუმს.

პოლონეთის პრეზიდენტის ჩამოსვლაც სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ, რადგან გაუგებარია საქართველოს მთავრობის პოზიცია, ისინი არ ახმოვანებენ საქართველოს ინტერესებს, ისინი ახმოვანებენ რუსი ოლიგარქის ინტერესებს. მაშინ როცა, დღეს მთელი მსოფლიო დგას უკრაინის გვერდზე და უკრაინასთან ერთად მოიაზრებენ საქართველოს უსაფრთხოებას, საქართველოს მთავრობა პასიურია და პროცესები ისე მიდის, რომ საქართველო არ არის საქართველოს მთავრობის მიერ (საერთაშორისო) დღის წესრიგში დაყენებული,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს