საქართველოს საგარეო უწყება - განჯისკარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას

განჯისკარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, „რასაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი ადასტურებს, მათ შორის კულტურის მიმართულებით“.

„რაც შეეხება განჯისკარის საკითხს, ის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად აღნიშნული საკითხი არც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული, დოკუმენტი განსაზღვრავს, მათ შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, მაგრამ განჯისკარის საკითხი არ არის დღის წესრიგში“, - განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანულმა მედიამ ქვეყნის კულტურის მინისტრ ანარ ქერიმოვზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოდან აზერბაიჯანში განჯის კარიბჭის დაბრუნებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„განჯის კარიბჭის ბედი იყო საკითხი, რომელიც შარშან საქართველოში ჩემი ვიზიტის დღის წესრიგში იყო. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი შესაბამის საჯარო უწყებებთან", - განუცხადა ანარ ქერიმოვმა ჟურნალისტებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანი  სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელების საკვანძო ქვეყანა იქნება და ამ პროცესში პროვაიდერის როლს შეასრულებს
სტეპან გრიგორიანი - დიდია შანსი, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფაშინიანის პარტიამ მოიგოს, ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს თუ მხოლოდ პირველ ადგილზე გავა, არჩევნები გვანახებს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
„ქართული ბრენდის დღეზე“ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ეკომეგობრული გათბობა - როგორ შევამციროთ ჩვენი ნახშირბადის კვალი?