ლაშა ფარულავა - საოლქო კომისიების დროებითი წევრების შერჩევის კონკურსი ფორმალური იყო - ესაა სუს-ისა და „ოცნების“ დესანტი შუალედურ არჩევნებზე ბათუმში, რუსთავსა და გარდაბანში

სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორის ლაშა ფარულავას განცხადებით, შუალედური არჩევნებისთვის ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევის კონკურსი ფორმალური იყო და მიუკერძოებლობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

როგორც ფარულავამ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ცესკოს მეშვეობით ცდილობს აკონტროლოს ის საარჩევნო ოლქები, სადაც შუალედური არჩევნებია გამოცხადებული და ამიტომ, „ცესკომ თავისი მორჩილი თანამშრომლები დანიშნა“.

„კონკურსი არის ფორმალური, ვინაიდან კონკურსი ვერ აკმაყოფილებს მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს და აგრძელებს იმ ტენდენციას, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ და სადამკვირვებლო მისიებმა დემოკრატიის უკუსვლა უწოდეს. ცესკოს გადაწყვეტილებით, დანიშნულები არიან პირები, რომლებიც წლების განმავლობაში შემჩნეულები არიან არჩევნების ფალსიფიკაციასა და მანიპულაციაში. ესენი არიან პირები, რომლებიც ცესკოში წარმოადგენდნენ კოორდინატორებს 2020-2021 წლის არჩევნებზე. ესენი არიან პირები, რომლებიც პირდაპირ არიან „ქართულ ოცნების“ პოლიტიკური შემადგენლები. ეს არის სუს-ისა და „ქართული ოცნების“ ერთობლივი დესანტი შუალედურ არჩევნებზე ბათუმში, რუსთავსა და გარდაბანში. მათ აქვთ დავალებული კონკრეტული სპეცოპერაციის ჩატარება და ძალაუფლების განმტკიცება „ქართული ოცნებისთვის“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მან ჩამოთვალა პირები, რომლებიც ცესკომ შეარჩია და აღნიშნა, რომ მათ შორის ერთ-ერთი, ზაალ ზაალიშვილი ხუსკივაძე-კობალაძის სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურის ოქროს მოწმეა.

„ესენი არიან პირები, რომლებიც ფაქტობრივად წარმოადგენენ „ქართულ ოცნებას“ და სახელმწიფო უსაფრთხოებას, მაგრამ განსაკუთრებით მინდა გამოვყო პირი, რომელიც საარჩევნო დესანტის ლიდერია და მასზეა ჩამოკიდებული „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი ბათუმში. ეს პირია ზაალ ზაალიშვილი, რომელიც არის ხუსკივაძე-კობალაძის სისხლის სამართლის საქმეზე, პოლიტიკურ საქმეზე პროკურატურის ოქროს მოწმე. ეს პირი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმოადგენდა „ქართულ ოცნებას“. ეს არის „ქართული ოცნების“ წევრი და თუ მის აქტიურობას დავაკვირდებით სოციალურ ქსელებში, შეგვიძლია „ქართული ოცნების“ ტროლი ვუწოდოთ. სწორედ ასეთი ადამიანებითაა დაკომპლექტებული საოლქო საარჩევნო კომისიები, მათ აქვთ კონკრეტული დავალება. ისინი არიან სუს-ისა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო დესანტები. თუ ამას ოპოზიცია არ აღუდგება და მკაცრად არ შეფასებას ამ გადაწყვეტილებას, მივიღებთ არჩევნების იგივე სტანდარტის, როგორიც გვქონდა 2020-2021 წლებში“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

გარდა ამისა, ლაშა ფარულავამ ოპოზიციას მიმართა და შუალედურ არჩევნებზე საარჩევნო უფლებების დასაცავად საკუთარი სადამკვირვებლო მისია შესთავაზა.

„ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ცესკოში. მაგალითად, ალეკო ელისაშვილის წარმომადგენელმა. მინდა შეგახსენოთ, რომ ალეკო ელისაშვილი იყო პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც განაცხადა ხუსკივაძე-კობალაძის პოლიტიზირებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომ შევიდოდა პარლამენტში, რათა გაეთავისუფლებინა ეს პირები პოლიტიკური ტყვეობიდან. დღეს ცესკოში მისი წარმომადგენელი პროკურატურის ოქროს მოწმეს აძლევს ხმას და წარმოადგენს ლეღვის ფოთოლს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომ შექმნას ილუზია დემოკრატიული პროცესის და ფორმალურ პროცესს ლეგიტიმაცია მისცეს.

მივმართავთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს - დავაკვირდებით ამ არჩევნებს. გვექნება სადამკვირვებლო მისია გარდაბანში, რუსთავსა და ბათუმში, მათ ვთავაზობთ საარჩევნო უფლებების დასაცავად ჩვენს სადამკვირვებლო მისიას, ასევე მოვუწოდებთ საელჩოებს, დააკვირდნენ შუალედურ არჩევნებს, ვინაიდან ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ბედი უნდა გადაწყდეს ამ შუალედური არჩევნებით და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ადგილზე იყვნენ წარმოდგენილი“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო