დავით კირკიტაძე - სასამართლო პროცესი ფარსია - არ მადარდებს ბრალდების მხარე რას დაწერს, პოლიტიკური ჟანდარმერიაა

დღევანდელი სასამართლო პროცესი ფარსია - არ მადარდებს ბრალდების მხარე რას დაწერს, პოლიტიკური ჟანდარმერიაა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებთან რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

როგორც კირკიტაძე განმარტავს, „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, რის გამოც, „ხვალიდან ბრძოლას დაიწყებენ“.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა, რომელიც მათ დასახეს გადის პოლიტიკურ პოლიციაზე, პოლიტიკურ პროკურატურასა და სასამართლოზე.

ისინი რას დაწერენ და რას იტყვიან, ჩვენ ამის არ გვეშინია. ამას ღიმილით ვხვდებით, მაგრამ ძალიან გვეშინია და გვაშფოთებს ის ქვითრები, რომელიც მიდის ჩვენს მოსახლეობას ახლა, ამ ცივ დღეებში - გაძვირებული დენის და გაზის გადასახადები. გვაშფოთებს ქვითრები, რომლის გადახდაც სურსათის მაღაზიაში და ბენზინგასამართ სადგურებში უწევთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს.

"ქართული ოცნება" ამაზე არ ზრუნავს, მათი არავის ეშინია, არც ამ სასამართლოსი. ჩვენ ხვალიდან ვიწყებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენი ხალხის მძიმე ყოფა, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩააყენა და აიძულებს ქვეყანა დატოვოს, უკეთესობისკენ შეიცვალოს.

დღევანდელი პროცესი არის ისეთივე ფარსი, როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული ყველა სხვა პროცესი. არ გვადარდებს, ამით ვერაფერს შეცვლიან. რაც არ უნდა დაწერონ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. არ მადარდებს ბრალდების მხარე რას დაწერს და რას მოიტანს, ბრალდები მხარე არა ის, ნოტარიუსები არიან ვინც აქ სხედან. ბრალდების მხარე პოლიტიკური ჟანდარმერიაა“,- განმარტავს კირკიტაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრის დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე