რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აშშ-ს და დასავლურ ქვეყნებს რუსეთ-უკრაინის კრიზისის მოგვარებისთვის არაფერი გაუკეთებიათ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-სა და სხვა დასავლურ ქვეყნებს რუსეთ-უკრაინის კრიზისის მოგვარების ხელშეწყობისთვის არაფერი გაუკეთებიათ, - ინფორმაციას NTV და თურქული მედია საშუალებები ავრცელებენ. „მკაფიოდ უნდა ვთქვა: დასავლეთს, სამწუხაროდ, არანაირი წვლილი არ შეუტანია ამ საკითხის მოგვარებაში. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი, ფაქტობრივად მხოლოდ შემაფერხებელი ფაქტორი იყვნენ,“- ციტირებენ მედია საშუალებები ერდოღანს.

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით ჯო ბაიდენს პოზიტიური მიდგომა არ გამოუჩენია.

„როდესაც ვუყურებთ შეერთებულ შტატებს, ბაიდენს ჯერ არ გამოუჩენია დადებითი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხუთშაბათს კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, რომ რუსეთ-უკრაინის კრიზისის მოგვარებაში შუამავლის როლი შეასრულოს და რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს თურქეთში უმასპინძლოს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია