გია ვოლსკი - ნიკა მელია შედეგებიდან გამომდინარე საუბრობს და უნდა, თავი უფრო ბრძენად წარმოაჩინოს, ვიდრე ნაყოფიაა - „ნაცმოძრაობა“ ორი ლიდერის ხელში დარჩა და ერთი ბელადის შემყურე

„ნაციონალური მოძრაობა“ ორი ლიდერის ხელში დარჩა და ერთი ბელადის შემყურე, - ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება, რომელშიც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით მის პოზიციაზე საუბრობს და მედიაში გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება.

გია ვოლსკის შეფასებით, „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის მძევლად იქცა იმ თვალსაზრისით, რომ ჰგონია, ციხიდან რევოლუციური ტალღით გათავისუფლდება.

ნიკა მელია კატეგორიულად აცხადებდა, რომ იგი სააკაშვილის ადგილზე რომ იყოს, აუცილებლად ჩამოვიდოდა და სათავეში ჩაუდგებოდა ამ მოძრაობას, რომ კატეგორიულად მიუღებელი იყო სააკაშვილის უკრაინაში ყოფნა. რასაკვირველია, ახლა შედეგებიდან გამომდინარე საუბრობს და უნდა, თავი უფრო ბრძენად წარმოაჩინოს, მაგალითად, ვიდრე ნაყოფიაა. საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ორი ლიდერის ხელში დარჩა და ერთი ბელადის შემყურე. ვფიქრობ, მაინც სააკაშვილის შეკვეთაა მთავარი. „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად სააკაშვილის მძევლად იქცა ამ ფანტაზიებით, რომ იგი რევოლუციური ტალღით იქნება საკნიდან გათავისუფლებული“,-განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია "იმედმა" 5 თებერვალს ჩანაწერი გაავრცელა. "იმედის" თანახმად, ვიდეო მოქალაქემ მიაწოდა. ჩანაწერში ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ნიკა მელია საუბრობს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაა. ჩანაწერის თანახმად, მელია აღნიშნულს არ ემხრობა.

აღნიშნულ ჩანაწერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია