რომან ციმბალიუკი - 2008 წელს იუშენკო სხვა პრეზიდენტებთან ერთად იდგა თბილისის ცენტრში მხარდასაჭერად, შეეძლოთ მათაც ეთქვათ: "რა საჭიროა? უსაფრთხო კიევში დავრჩებით" - რაც შეეხება სააკაშვილს, ოპტიმალური გამოსავალი იქნებოდა მისი უკრაინაში დეპორტირება

თქვენ რუსეთს აღიზიანებთ უკვე თქვენი არსებობის ფაქტით, ჩვენც ვაღიზიანებთ რუსეთს ჩვენი არსებობის ფაქტით - როცა ვინმეს არ უნდა გააღიზიანოს რუსეთი, უარყოფს საკუთარ თავს, შეიძლება აქამდეც მიხვიდეთ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ - ქალაქი“ უკრაინელმა ჟურნალისტმა რომან ციმბალიუკმა განაცხადა, რითაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, საქართველოს სრული უფლება აქვს განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკა მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ეჩვენება, რომ უცნაურია.

„მე სუვერენული ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს, აბსოლუტურად პატივისცემით ვეკიდები. ეს თქვენი ქვეყანაა და სრული უფლება გაქვთ განსაზღვროთ თქვენი პოლიტიკა, მათ შორის ჩვენთან დაკავშირებითაც, მაგრამ მე მეჩვენება, რომ უცნაურია. თუ ვინმე ფიქრობს, საქართველოში, რომ ომი სააკაშვილის ბრალი იყო, ან შევარდნაძის, მე ალბათ, ასეთ თეზისს არ დავეთანხმებოდი, რადგან არ გამიგია, რომ ქართველმა მებრძოლებმა იერიში მიიტანეს რომელიღაც რუსულ დასახლებაზე და ხალხს ხოცავდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ხოლო საწინააღმდეგო ვარიანტი, როცა რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიაზე ქართველებს ხოცავდა, ბევრია. შეიძლება, თქვენთვის კარგია, რომ რუსეთი ძალიან არის დაკავებული ჩვენით და საქართველოსთვის ჯერ არ სცალია. ეს თქვენი პოზიციაა. კი ბატონო. მე მაგალითად მახსოვს, რომ 2008 წელს პრეზიდენტი იუშენკო, პრეზიდენტ კაჩინსკისთან და სხვა ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად იდგნენ თბილისის ცენტრში და თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად გამოდიოდნენ.

შეეძლოთ მათაც ეთქვათ: რა საჭიროა? ჯობია უსაფრთხო კიევში დავრჩებით და ვიტყვით, რომ ჩვენ ომის წინააღმდეგი ვართ. ეს იყო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება და მეჩვენება, რომ მასში მეტი პატივისცემაა.

შეიძლება არ გააღიზიანო რუსეთი, თქვენ მას აღიზიანებთ უკვე თქვენი არსებობის ფაქტით. ჩვენც ვაღიზიანებთ რუსეთს ჩვენი არსებობის ფაქტით. ასე რომ მე ვუსურვებ ქართველ ხალხს, რომ ეს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა თქვენთვის წარმატებული იყოს, რომ არ იყოს ახალი ომი საქართველოში. ამას გულწრფელად ვამბობ. უბრალოდ, საქმე ისაა, რომ ისე არ გამოვიდეს, როცა ვინმეს არ უნდა გააღიზიანოს რუსეთი, უარყოფს საკუთარ თავს, შეიძლება აქამდეც მიხვიდეთ“, - განაცხადა მან.

ჟურნალისტმა ასევე ისაუბრა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც. მისი აზრით, "ოპტიმალური გამოსავალი ამ სიტუაციიდან იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის სახლში, უკრაინაში დეპორტირება და აქ წერტილის დასმა“.

„რა თქმა უნდა, არ არსებობენ ადამიანები, ვისაც დანაშაულზე ინდულგენცია აქვთ. მე არ ვაფასებ მის ბრალდებებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოშიც ბევრს გონია, რომ ბევრი რამე პოლიტიკურად მოტივირებულია. შეიძლება ვცდები. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ჩვენთან უკრაინაში სააკაშვილს სულ სხვა იმიჯი აქვს. სააკაშვილი ეს არის სუპერ რეფორმატორი, სუპერ წარმატებული პრეზიდენტი, რომელმაც იმდენი გააკეთა, რომ ოჰო.... ჩვენთან ბევრი რამე არ იციან, როგორ აკეთებდა ის ამას, რადგან, როგორც მახსოვს, ის ამ ყველაფერს აკეთებდა უსაზღვრო ძალაუფლების პირობებში და ხშირად ძალიან, ძალიან ხისტად ექცეოდა სხვა ადამიანებს. ციხეები და ა.შ. ცოცხებზეც კი გამიგია რაღაც, მაგრამ ჩვენთან უკრაინაში სააკაშვილს ძალიან დიდ პატივს სცემენ. ძალიან მოსახერხებელი იყო კონკრეტული მოქმედი პოლიტიკური ძალებისთვის სააკაშვილი ჰყოლოდათ გუნდში, იქნებოდა ეს ზელენსკი, თუ პოროშენკო, რადგან მას რეფორმატორის იმიჯი აქვს. კორუფციასთან ბრძოლა და ასეთი რამეები. მაგრამ მას ჩვენი მოღვაწეები არასოდეს აძლევდნენ არსებით ძალაუფლებას. ასეთი არ მოხდა, რადგან მათ მისი ეშინიათ. ჩემს "სტრიმზე" ხშირად მეკითხებიან: რა იქნება, თუ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრი გახდება? ჩვენთან პრემიერი კონსტიტუციით საკვანძო თანამდებობაა. ამიტომ ვამბობ, ხოლმე, რომ ეს ჩვენი შინნაზარდები მას არასდროს მისცმენ უფლებამოსილებებს და არასოდეს არც მისცეს. რამდენი წელი გავიდა, რაც ის თქვენი აღარაა და ჩვენია? ცოტა ხანი მართავდა ოდესის ოლქს, მაგრამ თქვენ ხომ იცით, თუ მაგალითად სვანეთის ხელმძღვანელად დაგნიშნავენ, შენ მთელს ქვეყნას ვერ შეცვლი. ხოლო თუ შენ რეგიონის ხელმძღვანელი ხარ, მაინც არ შეგიძლია ბევრი რამე შეცვალო, რადგან ამისთვის ნაციონალური კანონმდებლობა არსებობს“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პოზიციას, მისი თქმით, უკრაინის პოზიცია მკვეთრია და ცნობილია, უბრალოდ, ამას ყოველ დღე არ იმეორებენ.

„სააკაშვილს რაც შეეხება, მე ვუშვებ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ კიევში კარგად ესმით, რომ ჩვენ არ შეგვიძლია საფრთხის ქვეშ დავაყენოთ ქვეყნებს შორის ურთიერთობები, სააკაშვილის გამოც კი. მგონი ესაა საკვანძო მომენტი. ხომ გახსოვთ, ელჩთან დაკავშირებით იყო რაღაც მოძრაობები, გაიწვიეს, მერე დააბრუნეს. ანუ საღი აზრი იმარჯვებს... უკრაინის პოზიცია მკვეთრია და ცნობილია, უბრალოდ ამას ყოველ დღე არ იმეორებენ. ადამიანი ციხეში ზის, ჩვენ მას ვუყურებთ, როგორც უკრიანის მოქალაქეს და ვითხოვთ მის გადმოცემას... თქვენთან ბოლო არჩევნებზე სააკაშვილის პარტიამ საკმარისი ხმები ვერ აიღო და ოპოზიციაში რჩება. მე გავიმეორებ ჩემს თეზისს: გამოუშვით მიშა სახლში, კიევში. აქ ელოდება მას ლამაზი, ახალგაზრდა საყვარელი ქალი. ვიცი, რომ პოლიტიკაში ადამიანური სენტიმენტები დაუშვებელია, მაგრამ მაინც ვცდი, რადგან ჩვენ მართლაც ერთმანეთისთვის ძალიან ახლობელი ქვეყნები ვართ“, - განაცხადა ჟურნალისტმა.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს