საგარეო უწყება - საქართველო დაემატება იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ

საბერძნეთის განახლებული რეგულაციებით, რომელიც 7 თებერვალს გამოქვეყნდება, საქართველო დაემატება იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ.ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში გამგზავრება თუ: საბერძნეთში მიმავალი მგზავრი აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს:

ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში;

ან წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს - 180 დღიანი მოქმედების ვადით;

ან წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან ოცდაოთხი (24) საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ყველა მგზავრი ვალდებულია საბერძნეთში გამგზავრებამდე შეავსოს PLF ფორმა:

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის