დევი ტაბიძე - „ომიკრონი" არ არის პანდემიის სრული დასასრულის წერტილი - ნიღბის ტარება მინიმუმ 1 წელი მაინც მოგვიწევს

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის დევი ტაბიძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანა კორონავირუსის შტამის - "ომიკრონის" გავრცელების პიკზე იმყოფება და 10-14 დღის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შემცირებას დაიწყებს.

მისივე თქმით, „ომიკრონის" შტამი პანდემიის დასრულების წერტილს არ წარმოადგენს და მოსახლეობამ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს.

„დღევანდელი ეპიდსიტუაცია გვაძლევს იმის თქმით საშუალებას, რომ ჩვენ „ომიკრონის" პიკზე ვიმყოფებით. გვაქვს სულ მცირე პერიოდი დარჩენილი, დაახლოებით, 10 დღე, 2 კვირა და ამის შემდეგ ის დაიწყებს კლებას.

„ომიკრონი" არ არის პანდემიის სრული დასასრულის წერტილი. არ მიიღოს მოსახლეობამ ისე, რომ თითქოს ჩვენ რამე ახალს ველოდებით, ან​ გართულებებზე ვსაუბრობ. ყველა ვირუსი, რომელიც მთელ დედამიწაზე დღევანდელ დღემდე, მრავალი საუკუნის განმავლობაში გავიარეთ, ჩვენს ორგანიზმში არსებობს და ჩვენ მასთან ერთად ვცხოვრობთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსებთან ერთად ცხოვრება“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

მისივე თქმით, პანდემიის პირობებში სამედიცინო ნიღბის ტარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და მოსახლეობას ნიღბის ტარება მინიმუმ ერთი წელი კვლავ მოუწევს.

„ნიღბის ტარება ჩვენ მინიმუმ 1 წელი მაინც მოგვიწევს. იმიტომ, რომ რეალურად ნიღაბი და სოციალური დისტანცია არის ასეთი ტიპის ვირუსების ერთ-ერთი გადარჩენის გზა, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს," - აღნიშნა დევი ტაბიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ