ლევან ბეჟაშვილი - წარმოუდგენელია, რომ სპეცსამსახურები დაკავებულები არიან ნიკა მელიას საჯარო გამოსვლის ფარული გადაღებით, შემდეგ ამის მონტაჟით და პიარის აწყობით

წარმოუდგენელია, რომ სპეცსამსახურები დაკავებულები არიან ნიკა მელიას საჯარო გამოსვლის ფარული გადაღებით და შემდეგ ამის მონტაჟით და პიარის აწყობით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მედიაში გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.

ბეჟაშვილის თქმით, ჩანაწერის გაკეთება და მისი გავრცელება "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ აქტივში დაპირისპირების გაჩენას ემსახურება.

„ყველა ხვდება, რომ ამის ტირაჟირება სამთავრობო არხებზე პროპაგანდისტული მიზნებით ხდება და ამას მხოლოდ ერთი განზრახვა აქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ აქტივში რაიმე განხეთქილება შეიტანონ. ეს მიზანს ვერ მიაღწევს, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც მივყვებით და მთავარი გეგმა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან და ამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მიღწევა ოპოზიციასთან ერთად. როცა ქვეყანაში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურაა გაშლილი და ამ წლების განმავლობაში ერთი აგენტურული ქსელიც არ გამოუვლენიათ, ჩვენი უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია იმით, რომ პოლიტიკურ ოპონენტებზე პოლიტიკური დევნა განახორციელოს. ნიკა მელიაზე ჩანაწერის გამოგდება და დამონტაჟება სწორედ ამის ნათელი მაგალითია“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია "იმედმა" 5 თებერვალს ჩანაწერი გაავრცელა. "იმედის" თანახმად, ვიდეო მოქალაქემ მიაწოდა. ჩანაწერში ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ნიკა მელია საუბრობს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაა. ჩანაწერის თანახმად, მელია აღნიშნულს არ ემხრობოდა. ჩანაწერს გამოეხმაურა ნიკა მელიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო და ეს საჯაროდაც არაერთხელ აქვს დაფიქსირებული. გარდა ამისა, მელია აღნიშნავს, რომ ის, ისევე როგორც სააკაშვილი, არ ვთვლის, რომ მისი თავისუფლება არის ერთადერთი იდეა, რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა