არჩილ თალაკვაძე - „ნაცმოძრაობაში“ რამდენიმე გუნდი ცდილობს ძალაუფლების გადანაწილებას, მათ შორის ზოგიერთი ცდილობს დაანახოს სააკაშვილს, რომ ისინიც მიხეილ სააკაშვილები არიან და მათაც შეუძლიათ იყვნენ არანაკლებ აგრესიულები

ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის დავალება, რეგიონებში ყველამ მოაწყვეთ დესტრუქცია და დებოში, არიეთ სიტუაცია და თქვენ დაემსგავსებით სააკაშვილსო და როგორც ჩანს, მელია ამის წინააღმდეგ მიდის და სწორედ ამის გამო იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა ისე, რომ მელია და მელიას მიერ წარდგენილი ადამიანები ფარდის უკან გადაიყვანეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ანტიდემოკრატიული გარემო აქვს შექმნილი და ის ხელს უშლის ნებისმიერ მსჯელობას და თავისუფალი აზრის გამოხატვას, თუმცა ეს არის მათი პრობლემაა.

„მელიამ სააკაშვილზე თქვა ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით სინამდვილეში ყველამ იცის, უბრალოდ ამის საჯაროდ გამოტანა არ უნდათ და სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა, რომ სააკაშვილს აქვს პარტიაში აბსოლუტურად ანტიდემოკრატიული გარემო შექმნილი და როგორც ჩანს, ხელს უშლის ნებისმიერ მსჯელობას, დისკუსიას და თავისუფალი აზრის გამოხატვას, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს არის მათი პრობლემა.

თვეების წინ ჩვენ ვამბობდით, რომ იყო დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით და დღეს კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა, რომ მელიას დაქვეითება თუ მელიას დასჯა პოლიტიკურად თანამდებობრივად პარტიის შიგნით უკავშირდებოდა იმას, რომ მელია ამ რეალობას, როგორც ჩანს, აყენებდა პარტიის შიგნით და ახლა უკვე საუბრობს საჯაროდ. ეს მიუთითებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზულ კრიზისზე და მიუთითებს იმაზე, რომ რამდენიმე გუნდი ცდილობს ძალაუფლების გადანაწილებას, მათ შორის, არა ერთი ცდილობს, რომ დაანახოს მიხეილ სააკაშვილს, რომ ისინიც არიან მიხეილ სააკაშვილები და მათაც შეუძლიათ რომ არანაკლებ აგრესიულები იყვნენ. ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის დავალება, რომ რეგიონებში ყველამ მოაწყვეთ დესტრუქცია და მოაწყვეთ დებოში, არიეთ სიტუაცია და თქვენ დაემსგავსებით სააკაშვილსო და როგორც ჩანს, მელია ამის წინააღმდეგ მიდის და სწორედ ამის გამო იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა ისე, რომ მელია და მელიას მიერ წარდგენილი ადამიანები გადაიყვანეს ფარდის უკან,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საზოგადოების საჭიროებებსა და ამოცანებზე ორიენტირებული გუნდია და თუკი ვინმე ამაში სახელმწიფოს ხელს უშლის, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“.

„რაც შეეხება მის ფრაზას ჯარისკაცებთან დაკავშირებით - ეს არის სამარცხვინო განცხადება, ეს არის ჯარისკაცების ღირსების შეურაცხმყოფელი განცხადება. თუ ვინმემ თვალი გააყოლა ტანკებს და ომს, ეს იყო სწორედ მელია და მისი მეგობრები. თვითონ მელია სად იყო მაშინ, როდესაც ჯარისკაცები იცავდნენ სამშობლოს და ბრძოლის ველზე იღუპებოდნენ. მინდა მე მას შევახსენო, რომ სამეგრელოდანაც არა ერთი ჯარისკაცი დაეცა ბრძოლის ველზე გმირულად და მე მინდა კიდევ ერთხელ პატივი მივაგო მათ ხსოვნას. ამის გამო ნებისმიერმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ და პოლიტიკურმა პარტიამ ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად ფარისეველი ლიდერები ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“. თვეების წინ ეს ადამიანები იყვნენ სწორედ სამეგრელოში ჩასულები და ადამიანებს მხარდაჭერას და ხმის მიცემას სთხოვდნენ,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა