ირაკლი ქადაგიშვილი - თუ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ვიმსჯელებთ, ჩავერთვებით თუ არა მის მუშაობაში

თუ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ვიმსჯელებთ, ჩავერთვებით თუ არა მის მუშაობაში, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით კომისიის შექმნის საჭიროება არ დგას.

„ჩვენ, პარლამენტს სხვადასხვა თემაზე გვქონდა შექმნილი საგამოძიებო კომისია. მათ შორის, გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზეც და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზეც. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა საფუძვლიანია, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომისიის შექმნის საფუძველს ვერ ვხედავთ. თუ პარლამენტი მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას და შეიქმნება ასეთი კომისია, ვიმსჯელებთ, ამ კომისიის მუშაობაში მივიღებთ თუ არა მონაწილეობას", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს