ბათუ ქუთელია - თუ საქართველო ევროპის ახალ არქიტექტურაში თავის ადგილს არ იპოვის, ისტორიის არასწორ მხარეს აღმოჩნდება - ოპოზიცია ხელისუფლების საქმეს ვერ გააკეთებს, დინებას არ უნდა მივყვებოდეთ მკვდარი თევზივით

ემოციურად შეიძლება, ვაკუუმს ვავსებთ, რაც ხელისუფლების უმოქმედობამ შექმნა, მაგრამ ოპოზიცია ხელისუფლების საქმეს ვერ გააკეთებს, - ამის შესახებ „დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბათუ ქუთელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უკრაინაში ვიზიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრის ამოცანა იყო საუბარი ამ კრიზისის ანატომიაზე და იმაზე, რომ რაც უკრაინაში ხდება საერთო საფრთხეა.

„სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში ხელისუფლებასთან ერთად თავისი როლი აქვთ იმ აქტორებს, რომლებიც ხელისუფლების ოპოზიციაში არიან. მით უმეტეს, როცა კრიტიკულ სიტუაციაში იმყოფება მთლიანად რეგიონი. ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვისაც, ამომრჩევლებისთვისაც გვენახებინა, რომ ეს დაპირისპირება, რომელიც უკრაინა-რუსეთს შორის, არის არ არის მხოლოდ უკრაინის საქმე.

ოპოზიცია ხელისუფლების საქმეს ვერ გააკეთებს, ემოციურად შეიძლება, ვაკუუმს ვავსებთ, რაც ხელისუფლების უმოქმედობამ შექმნა, მაგრამ ოპოზიცია ხელისუფლების საქმეს გააკეთებს, როცა ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში. მე ვფიქრობ, რომ ისინი დღეს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებით არიან დაკავებული და არ ემსახურებიან ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი საგარეო ურთიერთობების პოსტულატი არის, რომ საქართველო არ უნდა იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორის პრობლემა, რაც საფუძველშივე მცდარია. საქართველო არის პრობლემა და საქართველოში იყო პირველი ღიად განხორციელებული აგრესია. საქართველოში გადადგმული ნაბიჯები გახდა კატალიზატორი.

ჩვენი შეხვედრების და საუბრის ამოცანა არ ყოფილა ჩვენი შიდა დაპირისპირება ხელისუფლებასთან და მმართველ პარტიასთან. საერთაშორისო ურთიერთობებში მაღალ კლასად არ ითვლება, როცა ან შენი პარტნიორის ჩართვას შიდა პოლიტიკურ ურთიერთობებში ან იქ ერევი, მათ შიდა პოლიტიკურ ურთიერთობებში. ჩვენი ამოცანა იყო გვესაუბრა ამ კრიზისის ანატომიაზე, რომ ეს არის საერთო საფრთხე“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ბათუ ქუთელიამ გადაცემაში ბრიტანეთი-უკრაინა-პოლონეთის ალიანსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ფორმატია ამიტომ „დინებას არ უნდა მივყვებოდეთ მკვდარი თევზივით“ და ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ ჰქონდეს აქტიური ხედვა და ეძებდეს საქართველოს ადგილს ამ ფორმატში.

„მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, სტრატეგიულადაც და ამ კონკრეტულ სიტუაციაში. ახალი შესაძლებლობები შეიძლება გააჩინოს მთლიანად რეგიონისთვის. საქართველოს დელეგაცია მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ ერთი მხრივ, გაიგონ დინამიკა ამ მოლაპარაკებების და მეორე, უკვე ჰქონდეთ მზა ხედვები თუ როგორ მივიღებთ ამ ინიციატივაში მონაწილეობას. სამწუხაროდ, დასავლურ ექსპერტულ წრეებშიც და ქართულ მედიაშიც გაიჟღერა რამდენიმეჯერ, თითქოს ეს ალიანსი ადასტურებს იმას, რომ ნატო ვერაფერს ვეღარ აკეთებს და ეს ალიანსი ნატო-ს ჩასანაცვლებლად კეთდება. ეს არის სრული აბსურდი, ნატო-მ ახლა შეიმუშავა და მადრიდის სამიტზე მიიღებს ახალ უსაფრთხოების კონცეფციას. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ამ ახალ კონცეფციაში არის ჩადებული არის ნატო-ს პოლიტიკის რეგიონალიზაცია ანუ წახალისებულია ნატო-ს ქვეშ სხვადასხვა რეგიონული მექანიზმების შექმნა, რამაც კიდევ უფრო უნდა გაამტკიცოს. რეალურად ასეთი თანამშრომლობა გააძლიერებს და მეტ სტიმულს და მუხტს მისცემს უკრაინის გაწევრიანებასაც ნატო-ში და მეორე მხრივ, მყისიერ გადაწყვეტილებებს შესთავაზებს მათ თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, საქართველომ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი იმისთვის, რომ ამ ფორმატში თავისი ადგილი იპოვოს. ჩვენი ინტერესი არის უსაფრთხოება, მეტი უსაფრთხოება, მეტი უსაფრთხოების გარანტიები და დაჩქარებული ნატო-ში ინტეგრაცია. შანსი არის, რომ ახალი წესრიგი, ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა იქმნება. ამ ახალ არქიტექტურაში არის მრავალმხრივი ფორმატები და ყველა შეიცავს რაღაც სარგებელს ამა თუ იმ ქვეყნისთვის, ვისაც უნდა რომ ნაწილი იყოს. შესაბამისად ყველა მიმართულებით ჩვენ ჩვენი ადგილი უნდა ვიპოვოთ. საქართველოს, როგორც შავი ზღვის აღმოსავლეთი ქვეყანა აქვს მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი როლი ევროპისა ცენტრალურ აზიასთან. ახლა ენერგეტიკა დადგა მნიშვნელოვან საკითხად ევროპის დღის წესრიგში. ერთადერთი ალტერნატიული გზა ცენტრალური აზიიდან ენერგეტიკის ევროპაში მიწოდებისა, ასევე კომერციული და სამხედრო ტვირთების, გადის საქართველოზე. ამას ემატება ზოგადად შავი ზღვის მნიშვნელობის გაზრდა. ჩვენ თუ ჩვენ ადგილს არ ვიპოვით, მაშინ ამ ახალ არქიტექტურაში ყველა ქვეყანა თავის ინტერესებს დაალაგებს და ჩვენ აღმოვჩნდებით ისტორიის არასწორ მხარეს ამიტომ, დინებას არ უნდა მივყვებოდეთ მკვდარი თევზივით, უნდა გვქონდეს აქტიური ხედვა, პოზიცია და ვეძებდეთ ჩვენ ადგილს ამ ყველა ფორმატებში“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა