კახა ქემოკლიძე - გვთავაზობენ, კიდევ ერთი მეოთხეხარისხოვანი საკითხი შემოვიდეს პოლიტიკურ ლანდშაფტში - სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერთ

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, პარტია „საქართველოსთვის“ მხარს არ დაუჭერს , - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადადემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს სხვა რიგი მნიშვნელოვანი პრობლემები და ამის ფონზე, საკანონმდებლო ორგანოში სააკაშვილის საკითხის გააქტიურება, არასწორია.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნულ ნაბიჯს შეცდომა უწოდა და განაცხადა, რომ მათი პარტია ამას არ გააკეთებს.

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ძვირფასი წარმომადგენლები დეზინფორმაციას და აგიტაცია-პროპაგანდას აწარმოებენ, თითქოს პარტია „საქართველოსთვის,“ ისევე როგორც მისი ლიდერი გახარია, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეკრა, მათთვის ასეთ ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხთან დაკავშირებით, პარტია „საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. ამას აქვს თავისი, რაციონალური ახსნა: ამ ქვეყანაში დღეის მოცემულობით, ძალიან სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. იმის ნაცვლად, რომ სრულიად პოლიტიკური სპექტრი ფიკუსირდეს ამ ობოექტურად მნიშვნელოვანი პრობლემების გარშემო, ჩვენ გვთავაზობენ, რომ კიდევ ერთი, მეოთხე ხარისხოვანი საკითხი შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში და მთლიანად პოლიტიკურ ლანდშაფტში. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა და ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. ყველაფერი შედარებითია, თუ ამ კალიბრის დონეზე შევაფასებთ საკითხებს, რა უფრო მნიშვნელოვნია საქართველოს მოქალქეებისთვის, კომუნალური გადასახადის ზრდა თუ პრეზიდენტ სააკაშვილის პოტენციურად რაღაც, წამების ირგვლივ საკითხის გააქტიურება? ყველა იმ კომისიას, რომელიც მოემსახურება ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს, ადამიანების ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას პარტია „საქართველოსთვის“ მიზანმიმართულად შეეხიდება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმითვე, პარტია „საქართველოსთვის“ მხარს დაუჭერს პარლამენტში, 5-6 ივლისის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო