გოგა ონიანის განცხადებით, ფრაქციის სხდომაზე, უკანონო მშენებლობების საკითხზე ვიცე-მერი და მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი დაიბარეს, რომლებიც არ გამოცხადდნენ

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა მიმდინარეობს. როგორც საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, გოგა ონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ უკანონო მშენებლობების საკითხზე თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე და მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი, კახა გულედანი დაიბარეს, რომლებიც არ გამოცხადდნენ.

როგორც ონიანმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას" პრობლემის მოსაგვარებლად 4-პუნქტიანი გეგმა აქვს, რომელსაც დღევანდელ სხდომაზე წარადგენენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის სხდომაზე საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, დაბარებული გვყავს ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე და მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, კახა გულედანი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ერთი მხრივ, ბულდოზერებით უნგრევენ ყველაზე შეჭირვებულ მოქალაქეებს ერთსართულიან შენობებს და მეორე მხრივ, ქალაქში ვერ ხედავენ ძალიან დიდ და მაღალ შენობებს, რომელიც უკანონოდ არის აშენებული.

ამ შემთხვევაში, ჩვენი ღრმა რწმენით, ეს არის კორუფციული გარიგების შედეგი.

გვაინტერესებს ეს ორმაგი სტანდარტი რით არის გამოწვეული, თუკი ესა თუ ის შენობა დასანგრევია, რატომ ყველა არ ინგრევა? მიგვაჩნია, რომ არის გამოსავალი, რათა ამ ადამიანებს საცხოვრისი არ დაენგრეთ და თბილისსაც ნაკლები ზიანი მიადგეს. ამასთან დაკავშირებით 4- პუნქტიანი გეგმა გვაქვს. არ მჯერა, რომ დღევანდელ მერიას სურვილი აქვს, მათი კორუფციული გარიგების შესახებ კითხვებს საჯაროდ უპასუხონ. ასევე არ მჯერა, რომ ამ პრობლემის მოგვარება მათი პრიორიტეტი იყოს. ამიტომ არ მჯერა, რომ ეს ადამიანები მოვლენ და იმსჯელებენ იმ გეგმაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი. ფრაქციაზე მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, თუ როგორ უნდა ვაიძულოთ ეს ადამიანები შეეზღუდოთ ის უფლებამოსილება, რომ ყველა რიგით ადამიანს კანონის ენით ესაუბრებოდნენ",-განაცხადა ონიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლების ორმაგ სტანდარტს არაერთი ფაქტი ადასტურებს, რისი მტკიცებულებაც "ნაციონალურ მოძრაობას" გააჩნიათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო