ანზორ ბიწაძე - პოლიტიკურ ჭრილში ოპოზიცია სუსტი ვართ - ავცდით იმ დღის წესრიგს, რომელიც ერთ მილიონ ადამიანს ჰქონდა, რომელსაც ქვეყანაში ცვლილებები სურდა

უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, მას შემდეგ რაც ბოიკოტი დასრულდა, 3-4 პოლიტიკური ნაბიჯი არ გადადგმულა, რომელიც ერთმანეთის თანმიმდევრული იყო, - ამის შესახებ პარტია "ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესი შესულია აბსოლუტურ ჩიხში და ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების ბრალი. „ჩვენი მხარდამჭერებისთვის, ვინც მართლა თვლის, რომ საფრთხეა ერთი ოლიგარქის ხელში ქვეყნის დატოვება, იმედის მომცემი აღარ არის ჩვენი საქმიანობა და ამიტომ, ჩვენ უნდა დავინახოთ ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს.

"პოლიტიკურ ჭრილში ოპოზიცია სუსტი ვართ და სწორედ ეს ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფის რადიკალიზაციას. ეს ხდება იმიტომ, რომ პოლიტიკური პროცესი შესულია აბსოლუტურ ჩიხში და ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების ბრალი, ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს ამაზე. ოპოზიციის, ჩვენი კოლეგების დიდი ნაწილი დაემსგავსა ჯარისკაცებს, ვისაც ბრძოლის მოგება არ უნდა. მოქალაქეებს, რომლებსაც ოპოზიციის იმედი აქვთ, ოპოზიციისგან პირველ რიგში უნდა თანმიმდევრულობა. ოპოზიციისგან და ნებისმიერი პოლიტიკოსისგან საზოგადოება ელოდება თანმიმდევრულობას და იმას, რომ რასაც იტყვის შეასრულებს ოპოზიციონერი თუ ხელისუფალი. სამწუხაროდ, ოპოზიცია ავცდით იმ დღის წესრიგს, რომელიც ჰქონდა იმ ერთ მილიონ ადამიანს, რომელსაც ქვეყანაში სურდა ცვლილებები. ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაიდგა, რომ ცვლილებები მომხდარიყო ქვეყანაში - ეს გამოიწვია არათანმიმდევრულობამ, ეს გამოიწვია იმან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის შედეგებს ახლა, 2022 წელს ვიმკით, ჩვენ ეს შედეგები მოვიმკეთ ლონდა თოლორაიასთან დაკავშირებული სკანდალის დროსაც, ჩვენ ეს შედეგები მოვიმკეთ გუშინ, მაგალითად, როდესაც ჩვენს კოლეგებს უფლებამოსილებას უხსნიან და უფლებამოსილებას იმიტომ უხსნის "ქართული ოცნება", რომ მათ ხელი გაეხსნათ ოპოზიციის არათანმიმდევრულობის გამო. ერთი მხრივ, თუ პარლამენტს უწოდებ რუსი ოლიგარქის "ბუტკას" და შემდეგ ამ პარლამენტში აღმოჩნდები, ბუნებრივია, შენი პოლიტიკური ნდობის ხარისხი იწევს დაბლა და ხელისუფლებას, შენს მოწინააღმდეგეს ხელ-ფეხი ეხსნება, რომ კიდევ უფრო აგრესიული და კიდევ უფრო ცინიკური იყოს შენს მიმართ. უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ბოიკოტი დასრულდა, 3-4 პოლიტიკური ნაბიჯი არ გადადგმულა, რომელიც ერთმანეთის თანმიმდევრული იყო. ჩვენი მხარდამჭერებისთვის, ვინც მართლა თვლის, რომ საფრთხეა ერთი ოლიგარქის ხელში ქვეყნის დატოვება, იმედის მომცემი აღარ არის ჩვენი საქმიანობა და ამიტომ, ჩვენ უნდა დავინახოთ ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ უნდა გავერთიანდეთ. ამ შეცდომებს გამოასწორებს თანმიმდევრულობა და ერთობა", - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა