ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნა შესაძლოა, ვეღარ მოხერხდეს

პარლამენტის მიერ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ინიცირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს შესაძლოა, საფრთხე შეექმნას.

ასეთ შემთხვევაში კვორუმის პრობლემა შეიქმნება და საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა ვეღარ მოგროვდება - კომისიის ფორმირებას ზუსტად ბადრი ჯაფარიძის ერთი ხმა დააკლდება.

უმრავლესობის გარეთ მყოფმა “ევროპელმა სოციალისტებმა“, “მოქალაქეებმა“ და ასევე, პარტია “საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატებმა ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენჯერმე დაადასტურეს, რომ აღნიშნულ კომისიას მხარს არ დაუჭერენ.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ ინიცირებული საკითხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატული აქვს “ლელოს“, “რეფორმების ჯგუფს“, “გირჩს“ და რამდენიმე დამოუკიდებელ დეპუტატს, რომელთა ხმების სრული მობილიზების შემთხვევაში, საგამოძიებო კომისიის ზუსტად 50-ხმიანი მხარდაჭერით შექმნა შესაძლებელია.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ჯაფარიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე 7 იანვრის სხდომაზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა დასკვნას, რომლის მიხედვით, მასაც და პარლამენტის კიდევ ორ წევრს - შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას მანდატები უნდა შეუწყდეს.

პარლამენტი გადაწყვეტილებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს