რომან გოცირიძე - ჯერ ეშმაკურად და თავხედურად აცხადებდნენ, რომ კომისიაში მონაწილეობას მიიღებდნენ, „ქართული ოცნება" კომისიაში ვითარების ასარევად შემოვიდოდა, ახლა უკვე სხვა გზას მიმართეს, უფრო უხეშს და პირდაპირს

ჯერ ეშმაკურად და თავხედურად აცხადებდნენ, რომ კომისიაში მონაწილეობას მიიღებდნენ, „ქართული ოცნება" კომისიაში ვითარების ასარევად შემოვიდოდა, ახლა უკვე სხვა გზას მიმართეს, უფრო უხეშს და პირდაპირს, რომ კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგეს კომისია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

გოცირიძის თქმით, „ქართულ ოცნებაში" კომისიის ეშინიათ, რადგან იციან, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არაერთი უკანონობა იქნა ჩადენილი და ახლა ცდილობენ, რომ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოპოზიციას კვორუმის პრობლემა შეუქმნან.

„განსაკუთრებით, ეს ეხება ბადრი ჯაფარიძეს, რომელთან დაკავშირებითაც, ნებისმიერი სამართლებრივი ექსპერტიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისი საკითხის დაყენება არის კონსტიტუციის დარღვევა. პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ამ კომისიის შექმნის საწინააღმდეგოდ.

დაველოდოთ, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ძალიან ეშმაკურად და თავხედურად აცხადებდნენ, რომ კომისიაში მონაწილეობას მიიღებდნენ, "ქართული ოცნება" შემოვიდოდა კომისიაში ვითარების ასარევად, ახლა უკვე სხვა გზას მიმართეს, უფრო უხეშს და პირდაპირს, რომ კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგეს კომისია. მიუხედავად ამისა, სააკაშვილის წინააღმდეგ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები აუცილებლად იქნება გამოძიებული და ყველა დაისჯება ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, ამის დროც დადგება”, - განაცხადა გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს