იაგო ხვიჩიას შეფასებით, ნორმა, რომლითაც შესაძლებელია პარტიების საარჩევნო სიების ჩახსნა, არაკონსტიტუციურია და ის საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს

დეპუტატ იაგო ხვიჩიას შეფასებით, საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც შესაძლებელია პარტიების საარჩევნო სიების ჩახსნა, არაკონსტიტუციურია და ის საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს.

როგორც ხვიჩია აცხადებს, ვერავინ ახსნის, როგორც შეიძლება ადამიანი სიიდან მისი ნების გარეშე ჩაიხსნას ისე, რომ მას ამის თაობაზე განცხადება დაწერილი არ ჰქონდეს.

“ავიღოთ “ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითი. ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ განცხადება დაწერა და საარჩევნო სიის ყველა წევრი ჩახსნა, მათ შორის სიის 37-ე ნომერი მირდატ ქამადაძე, რომელიც პარლამენტში უნდა შემოდიოდეს. ამის შემდეგ ვაშაძე პარტიიდან საერთოდ წავიდა, ხოლო მის მიერ განხორცილებული ქმედება ძალაშია ისე, რომ სიის არც 37-ე, არც 38-ე, არც 39-ე ნომერს განაცხადება არ დაუწერია. როდესაც ვიღაც საარჩევნო სიიდან ჩემი განცხადების გარეშე მხსნის, ეს არ შეიძლება კონსტიტუციური იყოს“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა