პარტია "საქართველოსთვის" ინიციატივას “სახალხო ბიუჯეტირების“ თაობაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს

პარტია "საქართველოსთვის" ინიციატივას “სახალხო ბიუჯეტირების“ თაობაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.

პარტიამ "საქართველოსთვის" “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმის შექმნას, ე.წ. სახალხო ბიუჯეტირების სახით.

პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტების ფორმირებისას მოსახლეობის ჩართვა სავალდებულო ხდება და მუნიციპალურ მთავრობებს ვალდებულება ეკისრებათ, ბიუჯეტის არანაკლებ 3%-ისა სწორედ მოქალაქეებთან წინასწარი შეხვედრებისა და მუშაობის შედეგად დაგეგმოს და დახარჯოს.

აღნიშნულ ცვლილებას “ქართული ოცნების“ არცერთმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, მთავრობის დადგენილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არსებობს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის ნაწილია და სწორედ მოსახლეობასთან შეთანხმებით იგეგმება. მისივე თქმით, კანონში არანაკლებ 3%-ის მითითება არასწორი მიდგომა იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა