მიხეილ სააკაშვილი - ანდჟეი დუდამ პრემიერთან შეხვედრა ითხოვა, რის მერეც ღარიბაშვილი აორთქლდა, დააავადეთ კოვიდით, ზალკალიანს დაურეკა ინგლისის საგარეო მინისტრმა, დაემართა კოვიდი - ბოლომდე გადასხდნენ რუსეთის ბოსტანში

ღარიბაშვილი დააავადეთ კოვიდით, როცა ანდჟეი დუდა ჩამოდიოდა, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, მის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე ხელისუფლებას.

როგორც მან განმარტა, პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა სურდა, თუმცა, ის „აოქრთლდა“.

გარდა ამისა, სააკაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილთან ამინდზე საუბარი შეიძლება, მაგრამ ის რეალურად არაფერს წყვეტს.

„თქვენ რა იცით, ანდჟეი დუდა იქით წავიდა და მერე წამოვიდა პეკინიდან უკან, ძალიან მოითხოვა, რომ პრემიერ-მინისტრი შეხვედროდა. სალომე ზურაბიშვილთან შეუძლია ამინდზე ილაპარაკოს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი არაფერს წყვეტს. მან პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრა მოითხოვა, რის შემდეგაც ღარიბაშვილი აორთქლდა, დაემართა კოვიდი, საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც დაურეკა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაემართა კოვიდი, ვითომ კოვიდის დროს ლაპარაკი არ შეიძლება, მაშინ თქვეს მოადგილეების დონეზე ვილაპარაკოთო და ოთხივე დაკავებულიაო, მოკლედ, ბოლომდე გადასხდნენ რუსეთის ბოსტანში და აღმოჩნდა, რომ პუტინს ძალიან ცუდად აქვს საქმე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს