გიული ალასანია - საქართველოში მცირე ნაწილმა მიიტაცა მთელი ქვეყანა და სწორედ ეს მცირე ნაწილი ასამართლებს ჩემ შვილს

სამარცხვინოა, რაც ახლა ხდება. ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის სპექტაკლი და ყველამ ვიცით რაც ხდება, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, დღევანდელი სხდომა ცალკე შესაფასებელი არ არის. მისი თქმით, უნდა შეფასდეს მთელი ეს პროცესი და ის მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში არის.

„საქართველოში მცირე ნაწილმა მიიტაცა მთელი ქვეყანა. ამ ადამიანების მომხვეჭელობას და სიხარბეს არ აქვს საზღვარი. ესენი არასდროს გაჩერდებიან. სწორედ ეს მცირე ნაწილი ასამართლებს ადამიანს, ჩემ შვილს, რომლის მმართველობის დროსაც ბიუჯეტი და პენსიები გაიზარდა 10-ჯერ და აღარ ჩამოვთვლი ყველა იმ სიკეთეს, რომელიც იმ დროს მოხდა", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა