გიორგი ვაშაძე - თავიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ზიანი მიაყენა 19 აპრილის შეთანხმებას, მაგრამ არის საკითხები, რასაც მივაღწიეთ - საკონსტიტუციო ცვლილებები ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

სამწუხაროდ, თავიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ზიანი მიაყენა 19 აპრილის შეთანხმებას, მაგრამ არის საკითხები, რასაც მივაღწიეთ - წინ გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების მონიტორინგის შეფასების პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საკითხები, რაც არაა შესრულებული, დაბრუნდება დღის წესრიგში, რადგან უცხოელი პარტნიორებისთვის 19 აპრილის შეთანხმება დღემდე არის ის გზამკვლევი, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

„19 აპრილის შეთანხმება იყო დიდი მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვიყავით ერთ-ერთი მთავარი აქტორი და მომლაპარაკებელი ამერიკულ და ევროპულ მხარესთან. სამწუხაროდ, თავიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ზიანი მიაყენა ამ შეთანხმებას, მაგრამ არის საკითხები, რასაც მივაღწიეთ - ორი პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა, საარჩევნო რეფორმა შეიცვალა - კომისიებში აბსოლუტურად სხვა წარმომადგენლობაა. ყველაზე დიდ მიღწევად ვთვლი საკრებულოებში პროპორციულობის შეცვლას, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ ოპოზიციური საკრებულოები გვყავს. ოპოზიციას, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელს“ და სხვა პარტიებს, მსხვილი პარტიების გარდა, პირველად ჰყავთ საკუთარი წარმომადგენლები საკრებულოებში, რაც დიდი მიღწევაა. წინ გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას, ამ კუთხით "ქართული ოცნება" სამწუხაროდ, არაფერს აკეთებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს საკითხი აუცილებლად დაბრუნდება, რადგან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგებისთვის 19 აპრილის შეთანხმება დღემდე არის ის გზამკვლევი, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - ღია საზოგადოების ფონდმა”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”, “სამართლიანმა არჩევნებმა” და “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ” შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულების მონიტორინგის შედეგების წარადგინა. ორგანიზაციების შეფასებით, დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმა სრულად ჩავარდა, ხოლო საარჩევნო რეფორმის მიმართულებით არასაკმარისი ნაბიჯები გადაიდგა.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე