მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომლის თანახმადაც ისინი ითხოვდნენ, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის ჩვენება წარმოედგენათ, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროკურატურას მისცა. საუბარია სააკაშვილის ბრალდების საქმეზე, რომლის თანახმადაც, მას პროკურატურა სახელმწიფო თანხის გაფლანგვას ედავება.

ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სხდომაზე აღნიშნა, რომ ამ დრომდე დაცვის მხარისთვის საერთოდ უცნობი იყო ის ფაქტი, რომ ანზორ ჩუბინიძეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურისთვის ჩვენება ჰქონდა მიცემული. მისი თქმით, ამ დოკუმენტის გამოთხოვა და საქმეზე მტკიცებულების სახით შესწავლა სურთ.

„ჩვენთვის უცნობი იყო, რომ ის ამ საკითხზე მოწმედ დაიკითხა. ჩვენ ვშუამდგომლობთ, რომ გამოვითხოვოთ ჩუბინიძის გამოკითხვის ოქმი. ამიტომ გთხოვთ, რომ საქმეზე გამოთხოვილი იქნას პროკურატურიდან ჩუბინიძის ჩვენება და საქმეს დაერთოს როგორც მტკიცებულება. მოგიწოდებთ შუამდგომლობით, გთხოვთ, ამაზე მაინც დავიცვათ წესები- ეს დოკუმენტი მაინც გამოგვაკვლევინეთ”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამავე შინაარსის პოზიცია დააფიქსირა ადვოკატმა ბექა ბასილაიამაც.

“ვითხოვთ ჩუბინიძის იმ ჩვენებას, რომელიც მან პრეზიდენტის გაწეულ ხარჯებზე მისცა. არგუმენტად ვერ მივიღებთ იმას, რომ ის სხვა სისხლის სამართლის საქმეზეა გამოკითხული”- განაცხადა ბასიალამ და მოსამართლეს მიმართა, თუ დაცვის მხარის აღნიშნულ შუამდგომლობას არ დააკამყოფილებს, მისი “არაკვალიფიცირობის მხრივ შთაბეჭდილება შეექმნებათ”.

“მე მაგაზე არ ვწუხვარ”, - მიმართა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ბექა ბასილაიას.

მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც გაირკვა ჩუბინიძემ თანხების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურას ჩვენება 5 თვის წინ მისცა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, ის განმატავს, რომ ადვოკატების ეს შუამდგიმლობა დაუსაბუთებელია. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით წარმოდგენლი იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, თუმცა, მან ჩვენების მიცემის გაგრძელებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილებოდა არანაირი შეხება არ აქვს. მოსამართლემ ჩუბინიძის ეს პოზიცია დააკმაყოფილა, რაც დაცვის მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. სწორედ ამის შემდეგ მოითხოვეს მათ, რომ მიეცეთ უფლება პროკურატურიდან გამოითხოვონ ჩუბინიძის ჩვენება, რომელიც მან სააკაშვილის მხიდან თანხების გაფლანგვის თაობაზე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩუბინიძემ სხვა საქმეზე მისცა ჩვენება და სწორედ ამიტომ დააკმაყოფილა მოსამართლემ მისი პოზიცია სხდომაზე ჩვენების არმიცემის თაობაზე.

“ჩემი გადაწყვეტილების მიღება არ დამიფუძნებია იმაზე, ანზორ ჩუბინეძემ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მისცა, თუ არა ჩვენება”, - განაცხადა მოსამართლემ.

მისი თქმით, ამ ჩვენების დაშვება სამართლებრივად არაფრის მომცემია და მტკიცებულების ღირებულებას ვერ მიანიჭებს. შესაბამისად, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო