მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - ანზორ ჩუბინიძე პროკურატურაში დაიბარეს და უთხრეს: ჭკუაზე მოდი, ჩვენებას თუ მისცემ, საქმე ჩამოგვეშლება, მოვიფიქროთ თითიდან გამოწოვილი მიზეზი

ანზორ ჩუბინიძის ჩვენებით, ცალსახად დადასტურდებოდა, რომ სააკაშვილს და ჯანაშიას დანაშაული არ ჩაუდენიათ - ანზორ ჩუბინიძე პროკურატურაში დაიბარეს და უთხრეს: შენ, ჭკუაზე მოდი. ჩვენებას თუ მისცემ, ეს საქმე ჩამოგვეშლება, მოვიფიქროთ თითიდან გამოწოვილი მიზეზი“- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბექა ბასილაია ანზორ ჩუბინიძეს „მხდალ უფროსს“ უწოდებს და განმარტავს, რომ ის უარს ამბობს ისაუბროს სიმართლე სასამართლოს წინაშე.

ანზორ ჩუბინიძემ მისცა ინტერვიუ, რომ სასამართლოში გამოცხადდებოდა. ეს ადამიანი, მოწადინებული იყო სასამართლოზე მოსულიყო და დაედასტურებინა, რომ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ხარჯების გაწევა სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახურისთვის სავალდებულოა. ეს არის არამხოლოდ მისი სატელევიზიო ინტერვიუები, ეს არის მისი პატაკი, სადაც ანზორ ჩუბინიძე ავალებს სამსახურს 50 ათასი ლარი გამოუყონ ვალერი კილაძეს, რომელმაც ეს თანხა პრეზიდენტის ხარჯების დასაფარად დახარჯა.

ანზორ ჩუბინიძის ჩვენებით, ცალსახად დადასტურდებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას დანაშაული არ ჩაუდენიათ. რა მოხდა დღეს? ანზორ ჩუბინიძე პროკურატურაში დაიბარეს და უთხრეს: შენ, ჭკუაზე მოდი. ამ ჩვენებას თუ მისცემ, ეს საქმე ჩამოგვეშლება, მოვიფიქროთ თითიდან გამოწოვილი მიზეზი და ამიტომ არ მისცე ჩვენება.

სასამართლოზე რა მოხდა. ანზორ ჩუბინიძის განცხადებით დადასტურდა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თვლის, რომ მას დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს სხვა ხომ არაფერია - „კითხვებზე, რომ გაგცეთ პასუხი, ეს ნიშნავს, რომ ბრალს წამიყენებენ“. სახელმწიფოს დაცვის სპეციალური სამსახურის მხდალი უფროსი იძახის, რომ სიმართლის ლაპარაკის გამო შეიძლება ბრალი წამიყენონ. მე მაქვს კითხვა ყველა წარმოდგენილ მედიასაშუალებასთან, ამ პროცესს შინაარსი, სამართლიანობა და ობიექტურობა გააჩნია?! სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი უარს ამბობს ისაუბროს სიმართლე ფიცის ქვეშ, სასამართლოს წინაშე?“- აღნიშნავს ბასილაია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა