პროკურორი - ანზორ ჩუბინიძის მიერ რა ხარჯი იქნა გაწეული და რა ფორმით, ეს არ ცვლის მოცემულობას მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე

ანზორ ჩუბინიძის მიერ რა ხარჯი იქნა გაწეული და რა ფორმით, ეს არ ცვლის მოცემულობას მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ცალკე წარმოებად მიმდინარეობს და მას სააკაშვილი-ჯანაშიას საქმესთან შემხებლობა არ აქვს.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა მოწმე ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც ისარგებლა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. დაცვის მხარეს დღევანდელ სხდომაზე უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომელიც გაამართლებდა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას გაფლანგვის დანაშაულის ჩადენაში და რომელზეც შეიქმნებოდა არგუმენტი, რომ მათ წვლილი არ მიუძღვით კორუფციულ დანაშაულში.

ნაცვლად ამისა, მათ მიერ წარმოდგენილი იქნა მოწმე, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონია იმ პერიოდთან, რაც ბრალდების საგანს წარმოადგენს,

ანზორ ჩუბინიძის მიერ რა ხარჯი იქნა გაწეული და რა ფორმით, არ არის გამამართლებელი მტკიცებულება დაცვის მხარის, ეს არ ცვლის მოცემულობას მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. დაცვის მხარე სპეკულირებს და გვაჩვენებს პატაკს, სადაც მითითებულია, რომ ფარული ხარჯისთვის 50 000 ლარია ჩამოწერილი. თუმცა, ეს 50 000 ლარი რაშია გადახდილი, რა სამართლებრივი საფუძვლით არის გადახდილი, ეს არის წარმოდგენილი. ანზორ ჩუბინიძემაც განაცხადა, რომ ის გამოკითხულია, შესაბამისად, ინტერესი, ამის გამოძიების არსებობს და ამიტომაც მიმდინარეობს ამის გამოძიება. თუმცა, უნდა გავმიჯნოთ, რომ გამოძიება არის ცალკე და მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ საქმე ცალკეა.

დღევანდელ სასამართლო პროცესს რაც შეეხება, ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ყველაფერზე, გარდა მის მიერ მისი და მისი გარემოცვის ფუფუნებისთვის დახარჯული 9 მილიონი ლარის. მან ყველა რელევანტურ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა და ეცადა, გარკვეული ბრალდებებით პროკურორების მიმართ მოეხდინა დისკრედიტაცია და ამით გადაეფარა ის დანაშაული, რაც მას ჩადენილი აქვს ამ კორუფციული სქემით“, - განაცხადა მუჯირმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა