პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელეს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელეს.

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია 2023 წლის პირველი იანვრიდან უნდა აიკრძალოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის - „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი, რომლის თაობაზეც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

საქმე ეხება თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას, სამედიცინო გაფრთხილების ეფექტიანობას და თვალსაჩინოების გაზრდას მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობების შემცირების მიზნით. შესაბამისად, როგორც აღინიშნა, აქცენტი კეთდება თამბაქოს ნაწარმისადმი მიმზიდველობის შემცირებაზე, თამბაქოს შეფუთვის საშუალებით თამბაქოს რეკლამირების და პოპულარიზაციის შემთხვევების აღმოფხვრაზე, მომხმარებელში იმგვარი შთაბეჭდილების შექმნის თავიდან არიდებაზე, თითქოს თამბაქოს რომელიმე პროდუქტი სხვა პროდუქტზე ნაკლებად მავნებელია და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დატანილი სამედიცინო გაფრთხილებების შემჩნევადობის, მისი ეფექტიანობის გაძლიერებაზე.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, თამბაქოსაგან გათავისუფლების პროცესი საქართველოში დაწყებულია და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს.

„ამის ლობისტი, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი იქნება. მე ამის ხმამაღლა გაცხადების ოპტიმიზმს მაძლევს საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება, რომ საზოგადოების მიმღებლობა ამ კუთხით არის ძალიან მაღალი. ნაკლები მწეველი და მეტი ჯანმრთელი მოქალაქე - ეს იმ ქვეყნის აუცილებელი პირობაა, რომელსაც აქვს დემოგრაფიული პრობლემები და ჩვენ კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ვიყვანთ ვალდებულებას, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს დაცული და თამბაქოს ზიანი იქნეს მაქსიმალურად შემცირებული“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

თამარ გაბუნიას განმარტებით, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციის აკრძალვა სრულ შესაბამისობაშია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მოთხოვნებთან, ასევე ასახულია 2021-2025 წლების თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. შემოთავაზებული პროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ტიპის ცვლილებები გამოიწვევს მწეველობის მაჩვენებლების შემცირების ხელშეწყობას. ეს რა თქმა უნდა, თავის მხრივ დადებითად აისახება საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმ დიდ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო