დავით მათიკაშვილი - მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებში აღმოჩენების გაკეთების ადგილი არ არის - სამთავრობო ცვლილებები დამახასიათებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის

მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებში აღმოჩენების გაკეთების ადგილი არ არის,- ეს განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

ამ კონტექსტში მათიკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ყველა დეტალს გაესვა ხაზი და გუნდში არავითარი დაპირისპირება არ არის.

“ჯანსაღი პროცესია, როდესაც მთავრობაში ცვლილებები და ერთი მინისტრის მეორე მინისტრით ჩანაცვლება ხორციელდება. ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, კაბინეტს ის ხელმძღვანელობს და აქ განსაკუთრებული აღმოჩენების გაკეთების ადგილი არ არის. სამთავრობო ცვლილებები დამახასიათებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, ნებისმიერ დემოკრატიულ პროცესში და გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით მათიკაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თანამდებობა დატოვა. მას აღნიშნულ პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ცვლის. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრს, აღნიშნულ თანამდებობაზე ოთარ შამუგია დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ამავე უწყებაში ლევან დავითაშვილის მოადგილედ მუშაობდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა