მამუკა ხაზარაძე - სოფლის მოსახლეობა ყურადღების გარეშეა დატოვებული, რაში იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტი, გაურკვეველია

რეგიონები მიტოვებულია, სოფლის მოსახლეობა ყურადღების გარეშეა დატოვებული. რაში იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტი გაურკვეველია“,- ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელიც პროექტ #თქვენთანერთად ფარგლებში პარტიის საორგანიზაციო მდივან თაზო დათუნაშვილთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა.

მისივე თქმით, კამპანია, რომელიც „ლელომ“ წამოიწყო ინტენსიურად მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

“პრობლემები, რომლებსაც ჩვენ სოფლებში ვხედავთ, მთელ საქართველოშია. რეგიონები მიტოვებულია, სოფლის მოსახლეობა ყურადღების გარეშეა დატოვებული. რაში იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტი გაურკვეველია. უმეტეს შემთხვევაში მუნიციპალური მთავრობა ბიუჯეტებს ვერ ითვისებს და უკან აბრუნებს ცენტრალურ ბიუჯეტში, აქ ადამიანებს კი ელემენტარული საკითხები აქვთ გადასაჭრელი. ეს არის თანამდებობრივი გულგრილობა, არაპროფესიონალიზმი და მავნებლობა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით დავეხმაროთ ამ ადამიანებს, ვაიძულებთ ხელისუფლებას გაითვალისწინოს ამ ადამიანების მოთხოვნები და გაუკეთოს ის რაც მათ ეკუთვნით. კამპანია, რომელიც „ლელომ“ წამოიწყო #თქვენთანერთად ინტენსიურად მუშაობს მთელი საქართველოს მასშტაბით. პრობლემები იდენტიფიცირებულია, ახლა ჩვენი საპარლამენტო და საკრებულოს წარმომადგენლობები არ მოასვენებენ მთავრობას სანამ შედეგი არ დაიდება” - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

სოფელ ურბნისში შეხვედრისას მოსახლეობამ ისაუბრა წყალმომარაგებისა და ინფრასტრუქტურის პრობლემებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ რუისი და ურბნისი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სოფლებია, არ აქვთ წყალი და არ აქვთ კანალიზაცია. სოფლის მოსახლეობა წყალს ძირითადად ინდივიდუალურად მოწყობილი ჭებიდან იღებს. ამ სოფლებში ბუნებრივად მოპოვებულ წყალში ჭარბია მარილის შემცველობა, რაც მოსახლეობაში თირკმელების დაავადებას იწვევს. განსაკუთრებით ხშირია ავადობა ბავშვებში. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ყოველი მეორე ბავშვი და ზრდასრული სოფელში დაავადებულია სხვადასხვა დაავადებით, რასაც წყალი იწვევს. პარადოქსულია, რომ სულ რაღაც 3-5 კილომეტრში დიდი დებეტით მოიპოვება წყალი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებდა ადგილობრივ მოსახლეობას. თუმცა ვერც ადგილობრივმა და ვერც ცენტრალურმა ხელისუფლებამ წლებია ვერ მოახერხა 5 კილომეტრი წყლის მილის გაყვანა, რათა მოსახლეობამდე სუფთა წყალი მიიყვანოს“, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობამ მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საგაზაფხულო ხვნა - თესვის და მოსავლის აღების პერიოდში არ არის საკმარისი სასოფლო -სამეურნეო ტექნიკა, სიძვირის გამო ხელმისაწვდომი არ არის შხამ-ქიმიკატები და სასუქი, არ არის საკმარისი ე.წ. აგროცენტრები, სადაც მოსახლეობა მიიღებს დახმარებას და კონსულტაციებს, არ არის სამაცივრე მეურნეობები, რომ მალეფუჭებადი პროდუქცია შეინახონ.

მიუხედავად დიდი პოტენციალისა - იქცეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მსხვილ მწარმოებლად - ქარელის მუნიციპალიტეტი ამ შესაძლებლობას ვერ იყენებს, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის სახელმწიფოს არასწორ აგრარულ პოლიტიკას“,- აღნიშნულია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს