საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის ე.წ.მთავრობის მიერ გაეროსადმი მიმართვაზე - მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს აქვს ადგილი

საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია ყველანაირ რეალურ განხორციელებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა განაცხადა, რითაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის მიერ გაეროსადმი მიმართავს გამოეხმაურა.

„საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია ყველანაირ რეალურ განხორციელებას. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას. საოკუპაციო რეჟიმებს სხვა დროსაც, არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა “დამოუკიდებელი” სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით მსგავსი პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება“, -აცხადებს მარი ნარჩემაშვილი.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გაერო-ს მიმართავს, აფხაზეთს „დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიენიჭოს, - ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ მიმართვა „გაერო-ს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტს, ალექსეი ბორისოვს მოსკოვში გამართული შეხვედრის დროს გადასცა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების ცნობით, მიმართვაში ინალ არძინბა აცხადებს, რომ მათი სურვილია „მსოფლიომ გაიგოს აფხაზეთის ხმა“ და თავად უამბონ „როგორ არის საქმე მათ ქვეყანაში“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს