ნონა მამულაშვილი - რაც გუშინდელ სასამართლო პროცესზე მოხდა, იმის აღიარებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები არის შეთითხნილი

რაც გუშინდელ სასამართლო პროცესზე მოხდა, არის აღიარება იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები არის შეთითხნილი. ამის ნათელი მაგალითია როდესაც ანზორ ჩუბინიძემ მის მიმართ არსებული კითხვებისათვის პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, - ასე აფასებს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნონა მამულაშვილი გუშინ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესს.

როგორც მამულაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, მისთვის პირველი და პრინციპული რჩება მიხეილ სააკაშვილის ,,პუტინის ტყვეობიდან დახსნა” და გააგრძელებენ მუშაობას დასავლელ პარტნიორებთან, რათა სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული.

„ჩვენ ვისაუბრეთ ჩემს უკრაინაში ვიზიტზე და იმ გზავნილებზე, რაც მისმა თანამებრძოლებმა გადმოსცეს. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე - თუ როგორ შეიძლება დასრულდეს და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე, რამდენად საშიშია ეს მდგომარეობა ჩვენი ქვეყნისთვის. რეალურად, არსებობს საშიშროება, რომ რუსეთმა პროვოკაციული ნაბიჯები საქართველოშიც განახორციელოს.

ჩემთვის პირველი და პრინციპული რჩება მიხეილ სააკაშვილის პუტინის ტყვეობიდან დახსნა. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და გავაგრძელებთ მოთხოვნას, რომ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული. ექიმებს უნდა მიეცეთ საშუალება სააკაშვილი მოინახულონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასონ.

ასევე ვისაუბრეთ გუშინდელ სასამართლო პროცესზე, ჩვენ ვხედავთ, რომ რაც გუშინდელ სასამართლო პროცესზე მოხდა, ფაქტობრივად არის აღიარება იმის, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეები არის შეთითხნილი. ამის ნათელი მაგალითია, რომ ანზორ ჩუბინიძემ მის მიმართ არსებულ კითხვებისთვის პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა”, - აღნიშნა ნონა მამულაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა