ომბუდსმენი ეროვნული თანხმობის პროცესზე - წარსულის შეფასებაც იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ მომავალზე ვკონცენტრირდეთ და ამ პროცესის შედეგად უნდა მოხდეს შეთანხმება, კონკრეტულად როგორი სახელმწიფო გვინდა გვქონდეს

საკუთარ ჩართულობას, ჩემი მანდატიდან გამომდინარე ამ პროცესში ვხედავ, თუ პროცესი მიმართული იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და იმ პრობლემების აღიარებისკენ, რასაც დღეს ქართული დემოკრატია აწყდება და მიმართული იქნება ამ პრობლემების მოგვარების და გამოსავლის ძიებისკენ - თუ იქნება მხოლოდ ისტორიული შეფასება, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს აქ რაღაც როლი და მანდატი არ აქვს და შესაბამისად, მივიღებ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, წარსულის შეფასება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს პროცესი კონცენტრირებული უნდა იყოს მომავალზე.

„მოგეხსენებათ, რომ მე წინა თვეების განმავლობაში მქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან და ამ შეხვედრების დროს ჩვენ ვსაუბრობდით წარსულის, როგორც ისტორიულ-სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების მნიშვნელობაზე, ასევე ჩემი აზრით, ამ პროცესში მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს მომავალზე. რა თქმა უნდა, წარსულის შეფასება მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი, მათ შორის, წარსულის შეფასებაც იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ მომავალზე ვკონცენტრირდეთ და ამ პროცესის შედეგად უნდა მოხდეს შეთანხმება კონკრეტულად როგორი სახელმწიფო გვინდა გვქონდეს, როგორი ინსტიტუტები უნდა გვქონდეს ქვეყანაში.

თუმცა, ბოლო პერიოდში მე მაინც მესმის პრეზიდენტისგან ის გზავნილები, რომ მთავარი აქცენტი ამ პროცესის იქნება წარსულის ისტორიული შეფასება, ამიტომ მე დღეს მოვედი, რადგან ვნახო რა არის პრეზიდენტის გზავნილი და ხედვა ამ პროცესთან დაკავშირებით და ჩემი პოზიციაც ვთქვა, რომ საკუთარ ჩართულობას ჩემი მანდატიდან გამომდინარე ამ პროცესში ვხედავ, თუ პროცესი მიმართული იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და იმ პრობლემების აღიარებისკენ, რასაც დღეს ქართული დემოკრატია აწყდება და მიმართული იქნება ამ პრობლემების მოგვარების და გამოსავლის ძიებისკენ. თუ იქნება მხოლოდ ისტორიული შეფასება, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს აქ რაღაც როლი და მანდატი არ აქვს და შესაბამისად, მივიღებ გადაწყვეტილებას. დღეს მოვედი აქ იმისთვის, რომ ვნახო რეალურად როგორი მოლოდინები აქვს თვითონ პრეზიდენტს, აქ შეკრებილ საზოგადოებას და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, როგორი ფორმით ჩავერთო ამ პროცესში ან ჩავერთვები თუ არა", - განაცხადა ლომჯარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს