მედეა მეტრეველი - პრეზიდენტმა საკმაოდ მკაცრად და საინტერესოდ შეაფასა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარშემო მიმდინარე პროცესები პარლამენტში, როგორც სამარცხვინო პროცესები

პრეზიდენტმა საკმაოდ მკაცრად და ჩემთვის ძალიან საინტერესოდ შეაფასა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარშემო მიმდინარე პროცესები პარლამენტში, როგორც სამარცხვინო პროცესები , - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მედეა მეტრეველმა ჟურნალისტებთან პრეზიდენტთან აუდიენციის დასრულებისას განაცხადა.

როგორც მედეა მეტრეველი განმარტავს, პრეზიდენტმა ზუსტად შეაფასა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარშემო მიმდინარე პროცესი.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტის მისასალმებელი სიტყვა, სამუშაო შეხვედრამდე ძალიან საინტერესო იყო, ძალიან სწორი და ზუსტი აქცენტებით. მან ძალიან ზუსტად შეაფასა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარშემო მიმდინარე პროცესი, როგორც სამარცხვინო პროცესი ჩვენი პარლამენტარიზმის ისტორიაში. ამ პროცესის მიმართ მაქვს იმედი, რომ კონკრეტულ შედეგებამდე მიიყვანს იმ ადამიანებს, ვინც ამ პროცესშია ჩართული.

როგორ გაგრძელდება პროცესი, გამოჩნდება, პირველ ნაბიჯებს გავდივართ.

როგორც ქალბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ პროცესში ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯგუფის ადამიანი ჩაერთვება და სულ მალე, წლის განმავლობაში კონკრეტულ შედეგებსაც ელის. პრეზიდენტმა საკმაოდ მკაცრად და ჩემთვის ძალიან საინტერესოდ შეაფასა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარშემო მიმდინარე პროცესები პარლამენტში, როგორც სამარცხვინო პროცესები. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნავს მეტრეველი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრას მართავს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა სავარაუდოდ ეხება ეროვნული თანხმობის პროცესს. ისინი აღნიშნავენ, რომ აღნიშნული შეხვედრა ნაყოფიერი იქნება.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს