ეკა გიგაური - ყველა, ვინც შეხვედრას ესწრებოდა, თანხმდება, რომ პროცესმა გავლენა უნდა მოახდინოს მიმდინარე პრობლემებზე - დაველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას

აბსოლუტურად ყველა, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა, თანხმდება იმაზე, რომ ამ პროცესმა გავლენა უნდა მოახდინოს მიმდინარე პრობლემებზე, ეს პროცესი უნდა დაეხმაროს ქვეყანას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუ როგორ უნდა იქნას დაძლეული არსებული პოლიტიკური კრიზისი, თავად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან დაელოდება პასუხს და კონკრეტულ ინიციატივას.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები მოგვარდეს.

„იცით, რომ დღეს გაიმართა დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მოიტანოს ამ პროცესმა. აბსოლუტურად ყველა, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა, თანხმდება იმაზე, რომ ამ პროცესმა გავლენა უნდა მოახდინოს მიმდინარე პრობლემებზე, ეს პროცესი უნდა დაეხმაროს ქვეყანას, რომ დაძლეულ იქნას კრიზისი და კონკრეტული მიმართულებებით იმუშაოს - სასამართლო იქნება, სიღარიბე თუ განათლება, ამ პრობლემებზე გარკვეული გადაწყვეტილებები მოვიფიქროთ, ეს იყო ყველას სურვილი. დღეს უკვე ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა ის, ამის გაკეთებას. მის წინა კომუნიკაციებში საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ძირითადად იქნება დაკავშირებული წარსულის შეფასებასთან, რომელიც ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ და შევთანხმდეთ იმაზე, როგორ მიდის ქვეყანა წინ, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ ეს კრიზისი დავძლიოთ. მე უკვე დაველოდები კონკრეტულ განცხადებას პრეზიდენტის მხრიდან ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრას მართავს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა სავარაუდოდ ეხება ეროვნული თანხმობის პროცესს. ისინი აღნიშნავენ, რომ აღნიშნული შეხვედრა ნაყოფიერი იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო