ირაკლი კობახიძე - ჩრდილი არ ჰქვია, სადაც გახარია არის გადასული, უფრო მძიმე პოლიტიკურ კონდიციაშია

ჩრდილი არ ჰქვია, სადაც ის არის გადასული, უფრო მძიმე, პოლიტიკურ კონდიციაშია - ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მიაღებინეს მონაწილეობა ყოფილ პრემიერს იმისთვის, რომ რამენაირად მელია გაეყვანათ მეორე ტურში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია იძულებული გახადეს ისეთ თამაშში შესულიყო, საიდანაც ღირსეულად ვერ გამოვიდოდა.

უმრავლესობის ლიდერის თქმითვე, გიორგი გახარიას ღირსება ისე შეულახეს, რომ მთავრობის ყოფილ მეთაურს პრეტენზია ვერაფერზე ექნება.

„ჩრდილი არ ჰქვია, სადაც ის არის გადასული, უფრო მძიმე, პოლიტიკურ კონდიციაშია და ამას ხალხი საბოლოოდ შეაფასებს, აფასებს კიდეც უკვე. ის იძულებული გახადეს შესულიყო ისეთ თამაშში, საიდანაც ვერ გამოვიდოდა, ვერავითარი ფორმით ღირსეულად. წარმოიდგინეთ, რომ ხართ აგენტი, რომელიც ღირსებაზე ვეღარ ფიქრობს, მას აქვს ყოველგვარი გზა მოჭრილი რელსებისკენ, - ეს არის გახარიას მდგომარეობა. თბილისში რა გააკეთებინეს? - ბრინჯაოს ვერცხლისთვის იბრძოდა, მეორე ადგილს, რომ ვერ ეღირსებოდა, ზუსტად იცოდა, მეორე ადგილზეც არაა საუბარი, 7-ჯერ გაასწრო მეორე ადგილზე გასულმა კანდიდტმა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მიაღებინეს მონაწილეობა ყოფილ პრემიერს იმისთვის, რომ რამენაირად მელია გაეყვანათ მეორე ტურში. ამ დონეზე, რომ ღირსებას შეგილახავენ შენი უფროსები, იქ ბუნებრივია, პრეტენზია ვეღარ გექნება ვერც პოლიტიკოსობაზე, ვერც კაცობაზე და ვერც ვერაფერზე. ეს არის გახარიას დღევანდელი მდგომარეობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო