დავით ფარცვანია - პარტია „საქართველოსთვის“ მხარდაჭერის გამო, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სამსახურიდან გაუშვეს

პარტია „საქართველოსთვის“ მხარდაჭერის გამო, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ ავდალიანი სამსახურიდან გაუშვეს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა დავით ფარცვანიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დავით ფარცვანიამ აღნიშნა, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ ავდალიანი უკანონოდ, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გაუშვა.

"ადამიანი, ერთადერთი მიზეზის - მისი პოლიტიკური შეხედულებების და კონკრეტულად პარტია "საქართველოსთვის“ მის მიერ ღიად გამოხატული და დაფიქსირებული მხარდაჭერის გამო სამსახურის გარეშე დატოვეს. ნოდარ ავდალიანი 2018 წლიდან „თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში“ ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას ე.წ.უვადო კონტრაქტის პირობებით იკავებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ, მოულოდნელად, უკანონოდ და პოლიტიკური მოტივით, ის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით სამსახურიდან გაუშვეს.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საჯარო მოხელეს პირდაპირ უთხრეს, რომ მისი უსამსახუროდ დატოვების გადაწყვეტილებას ერთადერთი მოტივი ჰქონდა და ეს პარტია „საქართველოსთვის“ ღია მხარდაჭერას უკავშირდებოდა", - განაცხადა დავით ფარცვანიამ.

მისი თქმით, თბილისის მერიის და სააგენტოს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა უკვე დაიწყეს.

„ჩვენ ამით ვერ გაგვაჩერებენ და ცვლილებების პროცესი, რომელიც 4 თვის პარტიამ მოვიტანეთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ დონეზეც აუცილებლად მივა საბოლოო ცვლილებამდე. ჩვენ სამართლებრივი დავა, თბილისის მერიის და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წინააღმდეგ დაწყებული გვაქვს", - განაცხადა დავით ფარცვანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა