გიორგი ვაშაძე - იქნებ თეა წულუკიანს დამაწყნარებლები მისცენ, კარგი სპექტაკლი, კარგი ფილმი ვაჩვენოთ, კარგი სიმღერა მოვასმენინოთ, რომ ცოტა ნერვები დავუწყნაროთ

კულტურის მინისტრის რიტორიკა ხომ ლანძღვა-გინებაა რა. იქნებ კარგი სპექტაკლი, კარგი ფილმი ვაჩვენოთ, კარგი სიმღერა მოვასმენინოთ, რომ ცოტა ნერვები დავუწყნაროთ ამ ადამიანს, დავამშვიდოთ რა, - ამის შესახებ მის შესახებ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ოპოზიციის მისამართით გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

“კულტურის მინისტრის რიტორიკა ხომ ლანძღვა-გინებაა რა. კულტურის მინისტრია და მაშინაც ვუთხარი, რომ რატომ აქვს ეს რიტორიკა, ასეთი რაღაც აგრესიული, დაბოღმილი. რაღაცნაირად იქნებ კულტურის სფეროში მოღვაწეებს, ვისაც ეკონტაქტება მათ ვთხოვოთ, რომ დამაწყნარებლები მისცენ, რაღაც კარგი სპექტაკლი, კარგი ფილმი ვაჩვენოთ, კარგი სიმღერა მოვასმენინოთ, რომ ცოტა ნერვები დავუწყნაროთ ამ ადამიანს, დავამშვიდოთ რა. რა არის ეს ამხელა აგრესია, თუნდაც რაც ისმის ტელევიზიაში მისი მხრიდან,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა