ანა ნაცვლიშვილი ახალი სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატს - ხვალ თანამდებობის პირთან დაკავშირებული უკანონო ჩანაწერები გასაჯაროვდება - გთხოვთ, გაბედოთ და გამოწვევებს სახელი დაარქვათ თქვენს პასუხებში

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ხვალ გასაჯაროვდება თანამდებობის პირთან დაკავშირებული უკანონო ჩანაწერები.

აღნიშნულის შესახებ მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე განაცხადა, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატს, ლელა ჯანაშვილს უსმენენ.

„სანამ თქვენი გასაუბრება მიმდინარეობს, ერთი მნიშვნელოვანი ჟურნალისტი მთხოვს, რომ კომენტარი გავაკეთო. ხვალ მნიშვნელოვანი თანამდებობის პირის ახალი უკანონო ჩანაწერები გასაჯაროვდება, რომელსაც უკანონოდ უსმენდნენ. ხვალ გავიგებთ ყველა ამის შესახებ. ეს არის დღეს ქვეყანაში გამოწვევები. ძალიან გთხოვთ, გაბედოთ და გამოწვევებს სახელი დაარქვათ თქვენს პასუხებში“,- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატს ლელა ჯანაშვილს უსმენს. დღესვე კომიტეტზე, დეპუტატებს კითხვებს უპასუხებს კიდევ ერთი კანდიდატი თამარ ალფაიძე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს